wowchy
ელექტრონული კომერცია
გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ვაუჩი არის იქომერს პლატფორმა/მარკეტი, რომელისაც აქვს 4 მხარე და იყენებს B2B2C მოდელს: 1. საჩუქრის მაძიებლები, რომლებიც არიან დასაქმებულები, ტექნოლოგიურად განვითარებულები და აქტიურად იყენებენ ონლაინ სერვისებს. ჩვენ მათ ვუგვარებთ დროის სიმცირისა და სტრესის პრობლემებს, რაც ასოცირებულია ტრადიციულ ჩუქებასთან. 2. ბიზნესები, რომლებიც ყიდულობენ ინსენტივებს საკუთარი თანამშრომლებისთვის ყოველთვიურად და საჭიროებენ უნივერსალურ საჩუქარს, რომელსაც შეისყიდიან კონკრეტული კომპანიისგან, რომელიც სთავაზობს მათ მრავალფეროვან არჩევანს. 3. ვენდორები/მერჩანტები, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს და სერვისებს, რომლებსაც იყენებენ საჩუქრად, თუმცა ვაუჩიზე განთავსებული ციფრული ვაუჩერები მათთვის გაყიდვების ზრდის დამატებითი შესაძლებლობაა. 4. E-Commerce პლატფორმები - ჩვენ შეგვიძლია მათ შევთავაზოთ ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერების კატეგორია (როგორც API) და ამით გავზარდოთ ჩვენი გაყიდვები და დავუმატოთ მათ ღირებულება. დღეს ჩვენ გვყავს 10 000 მომხმარებელი, 300 ვენდორი/მერჩანტი, რომლებსაც 1 000-ზე მეტი გაყიდვის წერტილი აქვთ ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე კორპორატიული კლიენტი. ჩვენ შევქმენით 2 კომპონენტიანი სისტემა - მარტივი და mobile friendly ვებსაიტი ჩვენი მომხმარელებისთვის, სადაც მათ მარტივად შეუძლიათ: 1. კონკრეტული ბრენდის ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენა, მაგალითად Lacoste, Levi's or Rixos Hotel, სპა, ა.შ. 2. ვაუჩი ქარდი - უნივერსალური ციფრული სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც გამოიყენება ნაწილ-ნაწილ ან მთლიანად ნებისმიერ პარტნიორ ბრენდის სავაჭრო წერილში სასაჩუქრე ვაუჩერის გაგზავნა შესაძლებელია როგორც მომენტალურად, ასევე კონკრეტულად მითითებულ დროს სმს ან ელ. ფოსტის საშუალებით ტექსტთან, ფოტო ან ვიდეო მილოცვასთან ერთად.