JOLLY
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ხალისიანი, ფერადი, მიმზიდველი და დადებითი ემოციებით დატვირთული - სიტყვა "ჯოლი" სწორედ ამას ნიშნავს და ამავე იდეითვე შეიქმნა ბრენდი 2019 წელს. ბაზარზე ფერადი ჩანთებით შემოვედით და უკვე 4 წელია მომხმარებლებს, რომლებსაც #JOLLYgirls - ამ სახელით მოვიხსენიებთ ჩვენს პლატფორმებზე, მუდმივად განახლებულ კოლექციას ვთავაზობთ ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად. ფერად მასალებს მინიმალისტური დეტალებით ვაფორმებთ: მზე - ჩვენთვის ბედნიერების სიმბოლოა, გული - სიყვარულთან ასოცირდება, ვარსკლავები კი ენერგიასთან. ამ დეტალებს ჩვენს პროდუქციაში ხშირად შეხვდებით. ბევრი მომხმარებელი გვეუბნება, რომ ჩვენი პროდუქცია მათ ყოველდღიურობას ახალისებს, "JOLLY"- ის მიზანიც ეს არის: დავმუხტოთ ისინი დადებითი ემოციებით. დაინტერესება დღითიდღე უფრო იზრდება. ვცდილობთ პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, რაზეც ყოველდღე ვმუშაობთ, ხელმისაწვდომობასთან ერთად კი ხარისხი უმნიშვნელოვანესია. თითოეული მომხარებელი ჩვენთვის გამორჩეულია და ისინი ამას ყოველთვის გრძნობენ. ეს ფაქტორიც განაპირობებს ჯოლის, როგორც მათ საყვარელ ქართულ ბრენდად ჩამოყალიბებას. ის ხარისხი, რომელიც სხვებისგან გამოგვარჩევს მუდმივად უცვლელი და გაუმჯობესებულია. ჩვენი მკერავები დიდი სიყვარულით ქმნიან თითოეულ პროდუქტს და ბრენდთან ერთად ვითარდებიან. გვჯერა, რომ წარმატებული საქმის უკან ყოველთვის ბედნიერი და სწორედ ამ საქმეზე შეყვარებული ადამიანები დგანან. მომდევნო 2 წლის გეგმებს რაც შეეხება, ვაპირებთ გუნდის გაფართოებას და ახალი პროდუქტების დამატებას, რასაც ჩვენი ერთგული მომხმარებლები მალე იხილავენ.