ექიმის ბიო-მარანი

ექიმის ბიო-მარანი

კვების მრეწველობა, სასმელები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

2020 წლიდან ვაწარმოებ ქვევრის ნატურალურ ღვინოს, რომელიც ექსპორტზე გადის იაპონიაში და ჰონგ-კონგში, ასევე მალე გავა ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში და დანიაში. ვარ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი და მონაწილეობას ვღებულობ ისეთ საერთაშორისო გამოფენებში, როგორიც არის RawWineExpo ბერლინი, პარიზი, კოპენჰაგენი, ნიუ იორკი. როგორც მეღვინე ქალი დიდ პოპულარიზაციას ვუწევ ბიო და ნატურალური ღვინის წარმოებას. ეს იმაშიც აისახება, რომ ჩემს სანაცნობოში ბევრმა ადამიანმა გააშენა ვენახები ბიო მეთოდებით და ასევე, ბევრი მევენახე გადავიდა ნატურალური გზით ვენახის მოვლაზე. ჩემს მიმართ ასეთი მიმბაძველობა ძალიან მახარებს. ჩემი მეწარმეობის განვითარებამ გამოიწვია სამუშაო ადგილების გაზრდის საჭიროებაც.