ჩირიფრუტი

ჩირიფრუტი

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კომპანია ,,ჩირიფრუტი" მომხამრებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ქართული ხილისგან დამზადებული ჩირისა და ბელგიური შოკოლადის უნიკალურ ტანდემს, რომელიც საინტერესოა არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც. ის ემოცია, რომელიც ჩვენი მომხმარებლისგან გვიბრუნდება, დასტურია იმისა, რომ ჩვენ მივაგენით იმ უნიკალურ გემოს, რომელიც აკვირვებს ტკბილეულის მოყვარულ ადამიანებს. ამიტომაა, რომ გვენდობიან და გვიბრუნდებიან. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული პროდუქციის წარმოება და ,,ჩირიფრუტის” ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიგვაჩნია, რომ შევძელით ამ ტრადიციების შერწყმა თანამედროვეობასთან და გავხადეთ ის მისაღები ყველა ადამიანისთვის. ,,ტრადიცია ქცეული კლასიკად“- აი რა თემა გასდევს ჩვენს მრავალფეროვან პროდუქციას. დაარსებიდან 9 წლის შემდეგ შევძელით საწარმოს შეძენა და მიზნად დავისახეთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კომპანია გადავა ახალ საწარმოში, გააფართოვებს წარმოებას და დაასაქმებს უფრო მეტ ადამიანს. გვეამაყება, რომ ჩვენთან დასაქმებული ადამიანები ისეთივე სიყვარულით ქმნიან თითოეულ პროდუქტს, როგორც ერთ დროს სამმა დამ შევქმენით და დავაარსეთ კომპანია ,,ჩირიფრუტი“.