კლასტერ მოდული

კლასტერ მოდული

პიროვნული განვითარება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვეხმარებით პიროვნული ზრდის მაძიებელ ადამიანებს საკუთარი საუკეთესო “მეს” აღმოჩენაში. კლასტერი გამოწვევების წინაშე მდგომი ადამიანისათვის არის გზა, შვება და გამოსავალი. თითოეული ჩვენი ტრენინგი თვითშემეცნების და თვითრწმენის მარადიულ გზაზე გადადგმული კიდევ ერთი მყარი ნაბიჯია. კლასტერ მოდული, 2019 წლიდან ბაზარზე ცნობილია, როგორც პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. ყველა ტრენინგი მიმართულია მონაწილეთა შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენაზე, მოქნილი აზროვნების განვითარებასა და ემოციური და ინტელექტუალური რესურსების კონგრუენტულობაზე. საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენა ნებისმიერი ტიპისა თუ სიდიდის აუდიტორიის წინაშე, ვიდეო-კამერასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება და დასწავლა, თვითრწმენის გაზრდა, საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გაცნობიერება, სხეულის ბუნებრივი რესურსების აღმოჩენა, შესწავლა, აქტივაცია, განვითარება, ფლობა და გამოყენება. არქეტიპების ტრენინგით ვმუშაობთ ,კოლექტიურ არაცნობიერთან და ბავშვობის დამღების ტრენინგით ინდივიდუალურ არაცნობიერთან. ტრენინგები ტარდება როგორც ჯგუფურად, ისე – ინდივიდუალურად. კლასტერიდა და კლასტერელების ინიციატივით შეიქმნა ფონდი, რომელშიც ხდება კლასტერისა და კლასტერელების მიერ ფინანსების მობილიზება. შეგროვილი თანხები ხმარდება იმ ადამიანების კლასტერის ტრენინგებში მონაწილეობას, რომლებსაც უკიდურესი საჭიროების მიუხედავად, არ აქვთ პიროვნული განვითარების მოდულებში ჩართვის შესაძლებლობა. თითოეულ ტრენინგს (არქეტიპები, ბავშვობის დამღები, თვითპოზიციონირების ხელოვნება) ესწრება ერთი/ორი კლასტერ ფონდის ბენეფიციარი. ტრენინგის საფასურის ნახევარს ფარავს კლასტერი, ხოლო მეორე ნახევარი გამოიყოფა კლასტერ ფონდიდან. შერჩევის წესები : ბენეფიციარები შეირჩევიან მსურველების მიერ გამოგზავნილი სამოტივაციო ესეს საფუძველზე. ყველა სამოტივაციო ესე, რომელიც დააკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს ხვდება დოლურაში, საიდანაც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხდება ამოღება ბენეფიციარების მონაცემები წინასწარ დაანონსებულ თარიღებში პირდაპირ ეთერში. ფონდში ნებისმიერი თანხის ჩარიცხვა იქნება შესაძლებელი. ბენეფიციარების რიცხვს განსაზღვრავს დაანონსებული ტრენინგებისა და მობილიზებული თანხების რაოდენობა. კლასტერის ტრენინგების შედეგები ყველაზე კარგად კლასტერელებმა იციან.