პროფესიული განვითრების აკადემიური ცენტრი

პროფესიული განვითრების აკადემიური ცენტრი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

უკანასკნელ წლებში სოფლის მეურნეობის და განსაკუთრებით მეცხოველეობის განვითარებამ, ასევე შინაური ბინადარი ცხოველების მომრავლებამ მოსახლეობაში საჭიროება გააჩინა, რომ გახსნილიყო ახალი ვეტერინარული აფთიაქები და ზოომაღაზიები. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 ივნისის N345 დადგენილების მე-3 მუხლი ძალაში შევიდა 2020 წელს, რაც ითვალისწინებს, რომ ვეტერინარულ აფთიაქებში და ზოომაღაზიებში ვეტერინარული საქმიანობა უნდა განახორციელოს აუცილებლად ვეტერინარმა/ვეტერინარმა ტექნიკოსმა. უკანასკნელ წლებში ვეტერინარების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა, რამაც ბაზარზე გააჩინა ვეტერინარებზე მზარდი მოთხოვნილება, კადრების დიდი დეფიციტია ვეტერინარულ აფთიაქებსა და ზოომაღაზიებში, აღსანიშნავია ისიც რომ, ქ. თბილისში, არცერთი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არსებობდა სადაც მსურველები გაივლიდნენ „ვეტერინარული აფთიაქის/ზოომაღაზიის ვეტერინარ ტექნიკოსის“ მოკლევადიან მოსამზადებელ კურსს ფარმაციის მიმართულებით ვეტერინარულ აფთიაქსა და ზოომაღაზიაში დასაქმებისთვის. ჩვენ შევიმუშავეთ სრულიად ახალი მოკლევადიანი პროფესიული კურსი, რომელმაც წარმატებით გაიარა სახელმწიფო ავტორიზაცია, ახლახანს სახელწოფო დაფინანსებაც, ჩვენი კურსდამთავრებულები უკვე მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო დონის სერთიფიკატს, რაც დაეხმარებათ აფთიაქში და ზოომაღაზიაში დასაქმების მსურველებს და ასევე უკვე დასაქმებულ არავეტერინარებს მოკლე დროში მიიღონ ის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებისთვის. ჩვენ საგანამათლებლო დაწესებულების პარტნიორები არიან ქვყნის წამყვანი ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანიები, რომელთაც გააჩნიათ ქსელი ვეტ აფტიქებისა და ზოომაღაზიების და შესაბამისად სტაჟირების შემდეგ ასევე ვეხმარების კურსს დამთავრებულებს დასაქმებაში. ვეტერინარული აფთიაქის/ზოომაღაზიის ვეტერინარ ტექნიკოსის მოსამზადებელი მოკლევადიანი კურსის საკითხები ისეა შერჩეული, რომ სწავლების დამთავარების შემდეგ ვეტერინარ ტექნიკოსს შეეძლება მომხმარებელის ნდობის მოპოვება, მისი საჭროების გარკვევა და შესაბამისი ცხოველთა საკვების, ჰიგიენისა და მოვლის საგნების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შერჩევა. ამასთან შეეძლება ვეტერინარის მითითებით მომხმარებლისათვის საჭირო პროდუქციის შეგროვება და შესაბამისი შეფუთვით მიწოდება. ეცოდინება მიკრობიოლოგიური კონტამინაციის უარყოფითი ზეგავლენა სამკურნალო საშუალებებზე და მკაცრად დაიცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს ამის თავიდან ასაცილებლად. მნიშვნელოვანია ვეტერინარულ აფთიაქში და ზოომაღაზიაში ვეტერინარული პრეპარატების და სხვა საქონლის მიღება-განთავსების, ინვენტარიზაციისა და ნაშთის კონტროლის სწორად წარმართვა, რაც ასევე შედის ვეტერინარ ტექნიკოსის საქმიანობაში და რაც უფრო ეფექტურს გახდის აფთიაქის მუშაობას. ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გამო მნიშვნელოვნად ვთვლით, რომ აღნიშნული კურსი შეავსებს ვეტერინარული ბაზრის მოთხოვნილებას ვეტერინარ ტექნიკოსებზე. სმენელების ერთი ნაკადთან ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს სწავლება, ასევე 4 დეკემბრიდან ვიწყებთ კიდევ ორი ნაკადის მომზადებას. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მუშობას დეფიციტური და პრიორიტეტული დარგის მოკლევადიანი კურსების შემუშავებასა და მათი ავტორიზაციის საკითხებზე, რათა სამომავლოთ კიდევ შევთავოთ მსურველებს მათთვის საინერესო და მოთხოვნადი კურსებს.