OutPlay

OutPlay

კომუნიკაცია და ტექნოლოგიები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

OutPlay ინოვაციური სოციალური ქსელია ახალი თაობისთვის. ჩვენ შევქმენით ისეთი მულტი-ფუნქციური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს სხვა წამყვანი პლატფორმების გამოცდილებას, მის დახვეწაში კი OutPlay-ს AI იღებს მონაწილეობას. პლატფორმაზე მომხმარებელს დახვდება გაცოცხლებული Feed-ი, ფილმებისა და ლაივ სტრიმინგის სივრცე, სადაც მეგობრებთან ერთად, ორიგინალ ხარისხში ვთავაზობთ ნებისმიერი ვიდეოს და აუდიოს სტრიმინგს, სამუშაო სფეისები უკეთესი კომუნიკაციითვის და უამრავი სხვა ფიჩერი. გარდა მომხმარებლებისა, OutPlay მეგობრულია ბიზნესებისთვის. ბიზნესებს საშუალება აქვთ AI-ს დახმარებით მიიღონ ზუსტი თარგეთი მათი პროდუქტისთვის, გამოიყენონ AI ჩეთბოტი, რომელსაც შეუძლია შეისწავლოს მათი ბიზნესი და მომხმარებლებს დაეხმაროს მათი პროდუქციის გაყიდვაში. ამ ეტაპზე, აუთფლეიზე 10,000 ზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება. აუთფლეი 2021 წელს მოხვდა Forbes 30 under 30-ის რჩეულთა სიაში, წელს კი მსოფლიოს ყველაზე დიდ სტარტაპ სამიტზე, Web Summit-ზე იყო წარდგენილი. ბიზნეს მოდელი მარტივია. OutPlay-ს აქვს 3 მოდული: პრემიუმ პაკეტი, კომისია და ჩაშენებული რეკლამები. გუნდი შედგება 6 წევრისგან: ხვიჩა ფარსადანაშვილი - CEO, 18 წლის, პირველი ხაზი დაწერა 13 წლის ასაკში. გიორგი სიდიანი - კრეატიული დირექტორი, 22 წლის, პირველი ხაზი დახატა 14 წლის ასაკში ნიკა ჩადუნელი - CTO, 23 წლის, პირველი ხაზი დაწერა 17 წლის ასაკში მარიამ სებუა - Software Developer, 23 წლის, პირველი ხაზი დაწერა 17 წლის ასაკში თამუნა ნათობიშვილი - UX/UI Designer, 22 წლის, პირველი ხაზი დახატა 19 წლის ასაკში დავით ღიბრაძე - Software Developer, 26 წლის, პირველი ხაზი დაწერა 23 წლის ასაკში