Tripcamp
ტურიზმი
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
Tripcamp არის მობილური აპლიკაცია, რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად ბუნებაში დასარჩენი განსხვავებული ადგილების დასაჯავშნად. ჩვენ საქართველოს ბაზარზე ვართ უკვე 1 წელზე მეტია და აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც App store-ზე, ასევე Play Store-ზე. Tripcamp-ში ერთ სივრცეშია თავმოყრილი ყველა განსხვავებული ტიპის ადგილი, როგორიცაა სახლი ხეზე, კოტეჯი, გლემპინგი თუ სხვ. ჩვენი აპლიკაციის მოხერხებული ფუნქციონალი და ფილტრები დამსვენებლებს ეხმარება ადვილად აღმოაჩინონ და დაჯავშნონ მათ ინტერესებზე მორგებული ბუნებაში განთავსების ობიექტები. ჩვენ ღირებულებას ვქმნით მასპინძლებისთვისაც (ჰოსტები), კერძოდ, ვუზრდით ჯავშნების რაოდენობას დამატებითი მარკეტინგული დანახარჯების გარეშე. Tripcamp-ზე ლისტინგის დამატებით მათ პირდაპირი წვდომა აქვთ იმ სამიზნე აუდიტორიაზე, ვისთვისაც მათი დასარჩენი სივრცე შეიქმნა. გლემპინგი (Glamorous camping) სწრაფად მზარდი ტრენდია მსოფლიოში. მოთხოვნა აფეთქდა პანდემიის შემდეგ, როცა დამსვენებლებს განსაკუთრებულად გაუმძაფრდათ ბუნებაში დასვენების სურვილი. 2023-2030 წლებში გლემპინგის ბაზრის 10,2% (CAGR )-იან ზრდას პროგნოზირებენ, რაც გულისხმობს რომ 2030 წლისთვის მსოფლიო გლამპინგის ბაზრის ზომა 5,9 მილიარდ დოლარს მიაღწევს, აქედან ევროპის წილი დაახლოებით 2,5 მილიარდი (40%) იქნება. გლემპინგი ძალიან პოპულარულია საქართველოშიც (ჩვენი პირველი ბაზარი). ბაზარზე უკვე არსებობს 400-ზე მეტი ბუნებაში დასარჩენი სივრცე და ეს რაოდენობა ყოველკვირეულად იზრდება. ჩვენ გვაქვს საკომისიოზე დაფუძნებული შემოსავლის მოდელი. Tripcamp შემოსავალს იღებს მოგზაურებიდან აპლიკაციის საშუალებით განხორციელებულ თითოეულ ჯავშანზე, რაც საშუალოდ შეადგენს ჯავშნის ჯამური ღირებულების 15%-ს. გარდა ამისა, Tripcamp დამატებით შემოსავალს იღებს ჰოსტებიდან, რომლებსაც სურთ რომ მათი განთავსების ობიექტი აპლიკაციაში სხვა ლისტინგებზე წინ იყოს წარმოდგენილი. Tripmcap არის პირველი კომპანია საქართველოში და რეგიონშიც, რომელიც განსხვავებით დაჯავშნის სტანდარტული პლატფორმებისგან როგორიცაა Airbnb და Booking.com, ფოკუსირდება ბუნებაში დასვენებაზე და მასთან დაკავშირებულ “გამოცდილებებზე”. ჩვენი მიზანია აპლიკაციას ჰქონდეს არამხოლოდ დაჯავშნის ფუნქცია, არამედ Tripcamp იყოს სივრცე სადაც ბუნებაში დასვენების მოყვარულები იპოვიან ამომწურავ ინფორმაციას აქტივობებსა და ლოკალურ გამოცდილებაზე დასარჩენი ობიექტის მიმდებარედ. მაგალითად, როგორიცაა ლოკალური კერძის დაგემოვნება, ცხენით ჯირით, სოფელში მდებარე ბუნების ღირშესანიშნაობის მონახულება და სხვ. ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა: • ნიშაზე ფოკუსირება- რაც საშუალებას გვაძლევს აპლიკაციის ფუნქციონალი ზუსტად მოვარგოთ მომხმარებლების საჭიროებებს და ინტერესებს. • მომხმარებლის გამოცდილება - აპლიკაცია დამსვენებელს სთავაზობს მათზე მორგებულ ფუნქციონალს და პერსონალურ რეკომენდაციებს. • პარტნიორობები- ჩვენ გვაქვს მჭიდრო პარტნიორობა განსხვავებული დასარჩენი ადგილების მფლობელ მასპინძლებთან. ისინი გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და რეკომენდაციებს, როგორ გავაუმჯობესოთ აპლიკაცია. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ ტურიზმთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან. • მომხმარებელთან ყოველდღიური კომუნიკაცია- აპლიკაციამ ბევრი ცვლილება განიცადა დასაწყისიდან დღემდე. ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცი გვაქვს მომხმარებელთან, ვისმენთ მათ უკუკავშირს და ვითვალისწინებთ რჩევებს, აპლიკაციას ვარგებთ მომხმარებლის პრეფერენციებს. • ბუნებაში დასვენების მოყვარულთა საზოგადოება- ვპარტნიორობთ ტურისტულ ორგანიზაციებთან, ინფლუენსერებთან, ადგილობრივ კომპანიებთან, რომლებიც ბუნებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ეწევიან. შედეგად Მომხმარებლებისთვის გვაქვს ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები, რითაც დამატებით ღირებულებას ვძენთ Tripcamp-ს. ჩვენი ბიზნესი ადვილად მასშტაბირებადია. მომავალ წელს ვგეგმავთ უკრაინის ბაზარზე შესვლას, გამომდინარე იქედან რომ ერთ-ერთი პარტნიორი უკრაინიდან არის და კარგად ვიცნობთ ამ ბაზარს. ვიცით, რომ მიუხედავად ომისა ხალხი ჩვეულებრივ რეჟიმში ცხოვრობს და ბუნებაში დასვენების ობიექტებზე მოთხოვნა მაღალია. შემდეგ სამიზნედ კი თურქეთს განვიხილავთ, რომელსაც ასევე დიდი ტურისტული პოტენციალი და ლამაზი ბუნება აქვს. ჩვენი აპლიკაცია მომხმარებლებისთვის მარტივად გამოსაყენებელია. ბაზარზე ყოფნამ დაგვანახა, რომ ღირებულება რომელსაც Tripcamp ქმნის მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია. ბუნებაში დასვენების მოყვარულები ხშირად სარგებლობენ ჩვენი აპლიკაციით და საჭიროების შემთხვევაში მოგვმართავენ დასარჩენ ობიექტებზე რეკომენდაციის მისაღებად. ასევე, აპლიკაციაში დამატების პროცესი ადვილია ჰოსტებისთვისაც, მათ უშუალო კომუნიკაცია აქვთ ჩვენთან და იციან რომ ღია ვართ ნებისმიერი ტიპის რჩევისა თუ დახმარებისთვის. ჩვენი გუნდი შედგება 4 ძირითადი წევრისგან. ხატია სვანაძე- დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, 12 წელზე მეტი გამოცდილებით მენეჯმენტისა და ტურიზმის მიმართულებით. ფლობს საკუთარ გლემპინგებს და აქვს ჰოსტობის გამოცდილებაც. ანდრეი კოციუბა- დამფუძნებელი და დეველოპერი. ანდრეის ნულიდან აქვს შექმნილი არაერთი აპლიკაცია და მათ შორის დასაჯავშნი აპლიკაციებიც. ანა ზაქარეიშვილი- 10 წელზე მეტი გამოცდილებით მარკეტინგსა და გაყიდვებში. აქვს საკუთარი მარკეტინგული კომპანიაც და ჩართულია Tripcamp-ის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში. ლაშა ქათამაძე - პროდუქტის განვითარების მენეჯერი, 5 წელზე მეტი გამოცდილებით UX/UI-ის მიმართულებით. ის უზრუნველყოფს აპლიკაციის ფუნქციონალი და მახასიათებლები მორგებული იყოს მომხმარებლის მოთხოვნებს. ჩვენი გუნდი ყოველდღიურად მუშაობს აპლიკაციის ფუნქციონალის გაუმჯობესებაზე და ახალი მახასიათებლების დამატებაზე. ამასთანავე ვაწარმოებთ აქტიურ მარკეტინგული კამპანიებს სოციალური მედიის საშუალებით, რითაც ვზრდით Tripcamp-ის ცნობადობას. პარალელურად, აქტიურ რეჟიმში განვიხილავთ ახალ ბაზარზე შესვლის სტრატეგიას. გვჯერა, რომ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც შეუძლია Tripcamp-ის წარმატებამდე მიყვანა.