ელსაიდი
მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია ელსაიდის მთავარ პოლიტიკას წარმოადგენს მდგრადი განვითარება, რომლის ფარგლებშიც კომპანიას შემუშავებული აქვს შესაბამისი პოლიტიკები, როგორიცაა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, ქალთა გაძლიერების პოლიტიკა, გარემოს დაცვითი პოლიტიკა და შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა. კომპანია აქტიურად არის ჩართული ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებში და აქტიურად შეაქვს წვლილი ქალთა განათლებისა და დასაქმების მიმართულებით სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიაში. ელსაიდის გუნდში წამყვან პოზიციებს იკავებენ ქალები, მათ შორის ბიმ მენეჯერი, რომელიც ხელს უწყობს ტექნოლოგიურ განვითარებასა და მშენებლობის გაციფრულებას ქართულ აიმ ინდუსტრიაში, დირექტორის მოადგილე, რომელიც გახლავთ 2022 წლის CSR მენეჯერი, მელიორა 2022-ის გამარჯვებული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომელიც ასევე გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციას იკავებს. კომპანია ელსაიდი აქტიურად თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან რათა მოახდინოს ცნობიერების ამაღლება და დააინტერესოს მეტი ქალი საინჟინრო და სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებისა და განათლების მიღების მიმართულებით.