LitKid- საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი

LitKid- საბავშვო ლიტერატურის გზამკვლევი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

LitKid არის საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევი, რომელიც ბაზარზე არსებულ ყველა საბავშვო წიგნს (გამომცემლობას) აერთიანებს და მშობლებს ბავშვის ასაკის, გემოვნებისა და საჭიროების შესაბამის საბავშვო წიგნის რეკომენდაციებსა და მისი შეძენის გამარტივებულ გზას სთავაზობს. ვებ-პლატფორა litkid.ge -ზე მშობელი იღებს მარტივ და სწრაფ სამომხმარებლო გამოცდილებას, რამდენიმე წამში (ბავშვის ასაკისა და ინტერესების მონიშვნის შემდეგ) ისინი პერსონალურად მათ შვილზე მორგებული საბავშვო წიგნის პაკეტებს მიიღებენ. გარდა ამისა ვებ-გვერდზე იქნება მუდივად განახლებადი სვეტი- კითხვის წესებისა და საბავშვო ლიტერატურის/ავტორების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევით, დღეს საქართველოში ბავშვების 44 % -ს ხელი არ მიუწვდება საბავშვო წიგნებზე, ჩვენ ჩავალთ რეგიონებსა და მაღალმთიან სოფლებში წიგნებით, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებით, რადგან გვჯერა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება ხელი მიუწვდებოდეს განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე. LitKid- ის მიზანია მისწვდეს ათასობით ��შობელსა და აღმზრდელს მთელი ქვეყნის მასშტაბით წიგნებით, რესურსებითა და რჩევებით, რათა წაახალისოს ისინი სწორად შეარჩიონ ლიტერატურა ბავშვებისთვის ადრეული ასაკიდან და დაიწყონ კითხვა შვილებთან ერთად.