თბილისის სუვენირები

თბილისის სუვენირები

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

თბილისის სუვენირების პროექტის ფარგლებში შეიქმნა თბილისის 8 ადგილის და შენობის გრაფიკული ვიზუალები, რომლითაც დამზადდა სხვადასხვა სუვენირი - მაგნიტები, ბლოკნოტები, ბრელოკები, ფანქრები, შარფები, ჩანთები, სამაგიდო თამაში, მაისურები, საპასპორტე, მარკები, ბარათები, კისრის ბალიში, ჭიქის დასადებები და ა.შ.. ილუსტრაციებში გამოყენებულია როგორც ძველი, ისე თანამედროვე თბილისის ღირსშესანიშნაობები: - თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - ძველი თბილისი - ბეთელმის ქუჩაზე არსებული ხის სახლის ვიტრაჟის ორნამენტი - ჭრელი აბანო - მთაწმინდა - თბილისური სადარბაზოს კარი - გალერია თბილისი - აქსის თაუერსი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც საკმაოდ რთულია ხარისხიანი სუვენირების შეძენა. ბაზარზე ამ ეტაპზე ძირითადად ტრადიციული ნივთებია წარმოდგენილი. გადავწყვიტეთ შეგვექმნა განსხვავებული ატრიბიუტები, ფერადი, თანამედროვე გრაფიკული ვიზუალებით. პროდუქციის მთავარი ხიბლი სწორედ დიზაინია. გვსურს თბილისში ჩამოსულ ტურისტებს ახლებური თბილისი გავაცნოთ და შევაყვაროთ ის. ასევე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ თითოეული პროდუქტი ყოფილიყო მაღალი ხარისხის. პოლიგრაფიულ პროდუქციაზე გამოყენებულია ხავერდოვანი მასალა და მოცულობითი ლაკი, რაც განსაკუთრებულ ეფექტს აძლევს ნივთებს. თბილისის სუვენირების მთავარი მიზანი თბილისის პოპულარიზაციაა. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვგეგმავთ პროექტის ბრენდად გარდაქმნას, რომლის ქვეშ გაერეთიანდება არა მხოლოდ თბილისის, არამედ საქართველოს თემატიკის სუვენირები. ვაპირებთ, რომ დავამატოთ თბილისის და საქართველოს სხვადასხვა კუთხის გრაფიკული ვიზუალების ახალი სერიები. ასევე დავამატებთ ახალ პროდუქტებს.