Awork

Awork

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Awork დასაქმების ციფრული ეკოსისტემა და დასაქმების პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებს და ბიზნესებს აკავშირებს ერთმანეთთან. კოვიდ-პანდემიის შემდეგ თანამშრომლების შენარჩუნების ჭრილში ყველაზე მეტად მომსახურების სფერო დაზარალდა და ამ სფეროში არსებულ ბიზნესებს დღესაც კი უჭირთ სწრაფად ბრუნვად პოზიციებზე თანამშორმლების დროული მოძიება. 2022 წლის კვლევის თანახმად, ასეთ პოზიციებზე (სარესტორნო ბიზნესში) საშუალოდ ყოველ კვარტალში 80% დასაქმებულების მიდიან სამსახურიდან და ჩვენ სწორედ ამ პრობლემას ვაგვარებთ. ევორქმა ტინდერის გამოცდილება შემოიტანა დასაქმების ბაზარზე. ჩვენი მარტივი და User-Friendly მობილური აპლიკაცია სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობას აძლევს ლოკაციის გამოყენებით მარტივად იპოვონ სასურველი ვაკანსია, თითის ერთი მოძრაობით (სვაიფით) გააგზავნონ CV და დაზოგონ 80 წუთამდე ძიების დრო ყოველდღიურად. ამ გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლები მარტივად ითვისებენ, რადგან ჩვენი სამიზნე აუდიტორიის (18-30 წლამდე სამუშაოს მაძიებლები) უმრავლესობას ერთხელ მაინც გამოიყენებია ტინდერი (ან მსგავსი აპლიკაცია) შესაბამისად ის User-Experience რომელიც გვაქვს ჩვენს აპლიკაციაში მათთვის უცხო არ არის. ჩვენი პარტნიორ ბიზნესებს (1,000+ რეგისტრირებული ბიზნესი) კი ვუგენერირებთ 5-ჯერ უფრო მეტ რელევანტურ ლიდს. ჩვენ შევძელით და მსგავს პოზიციებზე 2 კვირამდე ძიების დრო დავიყვანეთ 3 დღეზე, რაც ეხმარება ბიზნესს მოემსახუროს მეტ მომხმარებელს და გაზარდოს შემოსავალი. მეტი მოქნილობისთვის მათ შესაძლებლობას აქვთ ისარგებლონ როგორც ერთჯერადი ვაკანსიის გამოცხადებით, ასევე შეიძინონ ყოველთვიური მათ საჭიროებებზე მორგებული Subscription პაკეტი. 2024 წლიდან დაგეგმილი გვაქვს პროდუქტის ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე, ჩვენი სამიზნე სფეროები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია და სამიზნე ბაზრის მოცულობა 6 მილიარდ დოლარს აღწევს. ევორქის უკან კი დგას ძლიერი გუნდი, რომელსაც ერთად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება აქვს. ამასთან ერთად, გვაქვს წარმატებული ქეისი - EXIT, ჩვენი წინა სტარტაპიდან, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარის შემოსავალი დააგენერირა პირველ წელს. კონკურენტებისგან განსხვავებით, Awork პრობლემურ ნიშას ერგება, არის მარტივი გამოსაყენებლად და სწრაფი ასათვისებლად. ჩვენი მიზანია სწრაფად ბრუნვადი კადრების შერჩევის პროცესი იყოს სტრესისგან თავისუფალი და ეფექტური.