GEOMARK
წარმოება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
ი.მ ზურაბ მარკოზია აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელ დანადგარებს (საშრობი ,სარჩევი,სარეცხი,მომხალავი,სამტვრევი,შემფუთავი გადამამუშავებელი დანადგარები). კომპანია მდებარეობს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 6 კილომეტრში. კომპანიის მიერ წარმოებული დანადგარებით მარაგდება სამეგრელო და ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებში არსებული ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმოები. გარდა იმისა რომ კომპანია ადგილზე აწარმოებს დანადგარებს ასევე უზრუნველყოფს მომსახურებას მობილური ჯგუფების მეშვეობით და ხელს უწყობს ბიზნესების შეუფერხებლად მუშაობას. კომპანია თანამშრომლობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში არსებულ პროფესიულ კოლეჯ ლაკადასთან. კომპანიამ USAID ის ძლიერი სოფლის პროგრამის ხელშეწყობით შეიძინა თანამედროვე დანადგარები და მოაწყო ტრეინინგ სივრცე. კომპანია კოლეჯის სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკულ გამოცდილებას თანამედროვე დანადგარებით აჭრურვილ საწარმოში და წარმტებულ სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების შესაძლებლობებს. თანამედროვე დანადგარები კომპანიას საშუალებას აძლევს წარმოების სრული ციკლი უზრუნველყოს და გაზარდოს წარმადობა და სრულად დააკმაყოფილოს მოთხოვნა.