სამოსელი პირველი

სამოსელი პირველი

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი საწარმო- კომპანია "სამოსელი პირველი" 2010 წლიდან მუშაობს ქართული ტრადიციული სამოსის და აქსესუარების აღდგენაზე. მოგეხსენებათ საბჭოთა პერიოდიდან ქართული სამოსი მივიწყებული იყო და ბევრი ნივთიც დაკარგულია. ჩვენ პირველებმა დავიწყეთ ძველის მოძიება, დავდივართ ოჯახებში, ვეძებთ ლიტერატურას (რაც ძლაინა მწირია), ასევე გავაკეთეთ ძ ველი სამოსის კატალოგი ორ ენაზე (ქართულ-ინგლისურად) სადაც შესულია უნიკალური და იშვიათი სამოსი და აქსესუარი. ამავე დროს ძველ სამოსს მივეცით ახალი სიცოცხლე და მოვუძებნეთ ფორმა, რომ დღეს ყოველდღიურობაში მარტივად გამოყენებადი და ამავე დროს საინტერესო იყოს. გავხსენით ახალი მაღაზია, რომელიც როგორც ქართველი ასევე უცხოელი მომხმარებლისთვის მუზეუმის ფუნქციად იქცა. ვცდილობთ მოვუყვეთ ავუხსნათ რა როგორ გამოიყენებოდა, როგორ მოიხმარდნენ ძველად ყოფაში. და ამავე დროს პრიორიტეტია მაღალ ხარისხში შესრულება. სამოსი ისეთივე ჩვენი კულტურის განუყრელი ნაწილია, როგორიც ღვინო და ა.შ. დიპლომატებს, ელჩებს ხშირად აცვიათ ოფიციალურ მიღებებზე ჩვენი სამოსი, რაც კიდევ უფრო მეტ პოპულარობას უწევს ჩვენს კულტურას. მაგალითად იაპონიაში, სადაც თავიანთი ტრადიციუალი სამოსი ამაღლებული აქვთ. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით,იმდენად მრავალფეროვანია ქართული სამოსი, ყოველდღიურად ახალს ვეძებთ და ახალს ვქმნით.