ერთი დღე სოფელში

ერთი დღე სოფელში

ტურიზმი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ტურისტული ობიექტი აჭარაში ,,ერთი დღე სოფელში" თავისი რამდენიმე თვიანი ისტორიის მიუხედავად ნამდვილად გამორჩეულია. პირველ რიგში იმიტომ ,რომ ის იყო მაღალმთაინ აჭარის სოფელში პირველი ლოკაცია, რომელმაც იქ მცხოვრებ მოსახლეობას მისცა სტიმული და იმის იმედი, რომ მათ სოფელში ბევრი ტურისტი იქნება, ეს ფაქტი კი ნიშნავს, იმას, რომ მალე აქ სხვა საოჯახო სასტუმროები თუ ტურისტული ობიექტები დაიდებს ბინას. ჩვენი ისტორია 2023 წლის 10 ივნის დაიწყო და მას შემდეგ მუდმივად ვზრუნავთ, რომ სოფლად მოსულმა სტუმრებმა ჩვენგან ბევრი ემოცია წაიღონ. მთელი ზაფხული მოგვდიოდა ჯავშანი სხვადასხვა ქვეყნებიდან და მოხარულები ვართ, რომ კომფორტთნ ,საუკეთესო მომსახურებასთან ერთად მათი დასვენება გავხადეთ შემეცნებითი. ტურისტებს მუდმივად ვაჩვენებდით სოფელში არსებულ საინტერესო ადგილებს , ვაგემოვნებინებდით ტრადიციულ აჭარულ კერძებს და მოსახლეობას ხელს ვუწყობდით რომ შეექმნათ მათი ხელსაქმით დამატებითი შემოსავალი.