ცვალებადი ნიშნები - კავეა პლუსი
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
კავეა პლუსმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან(გაუ) პარტნიორობით საქართველოში შექმნა პირველი სტუდენტური სერიალი - "ცვალებადი ნიშნები". სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. "ცვალებადი ნიშნების" პირველი სეზონი უმოკლეს დროში გახდა ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი და შექმნმა ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მასშტაბური წარმატების პრეცედენტი - ტიკტოკზე ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო კავეა პლიუსზე სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც , რომ სერიალის მეორე სეზონი გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ 2 სეზონია დაგეგმილი.