სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კომპანია "ჭიტა" 1996 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და დღემდე ათიათასობით პატარას გული გაახარა და გაულამაზა დღეები,თუმცა დღეს გვინდა ვისაუბროთ ჩვენს უდიდეს კორპორატიულ პასუხისმგებლობაზე იმ პატარების მიმართ,რომელთაც ჩვენი გვერდით დგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. 2016 წლიდან დავიწყეთ ჩვენი მაშტაბური კამპანია "იჩქარე სიკეთის კეთება" რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად 2000-3000 პატარას ვახარებთ.ამ წლების მანძილზე ძალიან ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაციის ბავშვებს გადავეცით საჩუქრები სრულიად უსასყიდლოდ(მაგალითად ბაბალე,ცინცაძის ფონდი,ბერი ანდრიას ფონდი, უამრავი დღის ცენტრი). ასევე უამრავი საჩუქარი გადავეცით ათასობით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს, თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გადავცემთ ომში დაღუპული გმირების შვილებს საჩუქრებს, ასევე დავასაჩუქრეთ უამრავი სახელმწიფო საბავშვო ბაღი სათამაშოებით რეგიონებში,რომელთაც სათამაშოები არ ქონდათ.მათ შორის გურიის ბაღები,იმერეთის და ა.შ ასევე ამ პროექტის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პატარების გახარებაც შევძელით. დღემდე აქტიურად მიმდინარეობს ეს კამპანია და მუდმივად გვყავს ისეთი ბენეფიციარები რომელთა გახარეაც დიდ მოტივაციას გვაძლევს ჩავატაროთ კიდევ უფრო მეტი საქველმოქმედო ღონისძიებები. 2 წელია უკვე ეს კამპანია ეთმობა მრავალშვილიანი ოჯახების 16 წლამდე პატარებს. სულ ამჟამად რეგისტრირებულია 650მდე ოჯახის 2700მდე ბავშვი.შარშან ჩვენს კამპანიაში ჩავრთე სხვადასხვა ორგანიზაციაც (ევექსი,ტკბილი ქვეყანა, ქალაქური,გასართობი ცენტრი პინგვინები და ა.შ) წელსაც გვაქვს მოლაპარაკება სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ვიმედოვნებთ რომ ჩართულობა დიდი იქნება.