ეიფორია

ეიფორია

სილამაზე, ჰიგიენა

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

გიყვებით ჩვენს შვილივით გაზრდილ ბრენდზე რომელიც 2017 წელს ორმა მეგობარმა, სახლში ორი რკინის ყალიბით და დიდი ენთუზიაზმით წამოვიწყეთ. მიზანი იყო ყველასთვის მოგვეყოლა რა არის აბაზანის ბომბი, თუმცა დიდი სირთულეების მიუხედავად მალევე გავცდით ამ პროდუქტის ფარგლებს. დღეს უკვე 60-მდე პროდუქტის დასახელება გვაქვს ეიფორიაში. Ჩვენი პროდუქცია დაცლილია სინთეთიკური ქიმიური ნაერთებისგან, მინერალურ ზეთებზე დამზადებული პროდუქტებისგან. Ეიფორიას პროდუქცია და გამოყენებული ნედლეული არ იტესტება ცხოველებზე და Წარმოებიდან შეფუთვის პროცესამდე ჩვენ მუდმივად ვეძებთ გზებს ნარჩენების შესამცირებლად და ვცდილობთ მინიმუმამდე დავიყვანოთ გარემოზე ზემოქმედება. 2017 წლიდან დღემდე ჩვენმა შექმნილმა პროდუქტებმა ფორმულირების და ინგრედიენტების ნაწილშიც დიდი ცოდნა და ხარისხის შექმნის გამოცდილება დააგროვა. თამამად ვიტყვით, რომ დღეს საუკეთესო ბომბებს აღმოაჩენ ჩვენთან, ეიფორიაში. ვქმნით უმაღლესი ხარისხის ტანის ბზინვარე ზეთებს და ერთი ხელის მოსმით შესაყვარებელ სხეულის კარაქებს! რაც ყველასგან გამოგვარჩევს არის ჩვენი განსაკუთრებული ერთგულება ხარისხისადმი. თითოეული ჩვენი პროდუქტი შემუშავებულია მხოლოდ ტესტირებული, უსაფრთხო და სანდო მომწოდებლებისგან მიღებული უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებით. ამ ეტაპზე ჩვენი ბრენდი წარმოდგენილია ორი ფილიალით და სამი ონლაინ გაყიდვის წერტილით.მომდევნო წლებში გვსურს პროდუქცია გავიტანოთ ექსპორტზე და ამ მიმართულებით ვგეგმავთ კონკრეტულ აქტივობებს.