ბადიში

ბადიში

წარმოება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ბადიში საოჯახო კომპანიაა, რომელიც გურიაში ენდემური ჯიშის ნედლეულისაგან აწარმოებს ფრეშ გურულ სუნელს, სხვადასხვა სახის აჯიკებს, საწებლებს და ტყემალ-სოუსებს, როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ კომპაქტურ შეფუთვებში. ჩვენ ნედლეულად ვიყენებთ ადგილობრივი ჯიშის კულტურებს და გვინდა დავამატოთ გურიაში არამენქნულად მოყვანილი მარცვლოვანი კულტურა , რომელსაც დავამუშავებთ და შემდგომ დავამზადებთ როგორც ფრეშ ასევე ნახევარ ფაბრიკატ მშრალ ტყემალ სოუსებს და საწებლებს (მისი დამზადებ კი DIY პრინციპით ნებისმიერ მსურველს შეეძლება) მათი ფართო რეალიზაცია კი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე იქნება შესაძლებელი.სწორედ დღევანდელ ბაზარზე არსებული ამ პროდუქტების ძირითადი მწვავე პრობლემბი გახდა ბადიშის შექმნის ერთერთი მთავარი მიზანი - ბაზარზე ხვდება იმპორტურად შემოტანილი სუნელებით დამზადებული ტყემალ სოუსები, ერთნაირი სტარდანტული გემოები და არაპრაქტიკული შეფუთვები. როგორც ზემოთ ვახსენე, ეს ნამდვილი გურული გემოების ზეიმი და სასწაული იქმნება ჩემ საოჯახო საწარმოში, ოზურგეთში სოფელ მელექედურში. ჯამში გვაქვს 7 სახეობის პროდუქტი. მოგეხსენებათ ძირითად შემთხვევებში აჯიკები და ტყემლები სიცხარის გამო იწვევს სხვასხვა გასტროენტელოროგიული დაავადებებს, ამიტომ ჩვენ ვისაც აწუხებს ეს პრობლრმა და არის სმ პროდუქტების მოყვარული მათვის გვაქვს ისეთი აჯიკები და ტყემლები, რომლთა სიცხარე დაბალანსებულია, ასევე უშაქროა და უვნებელი ორგსნიზმისთვის ყველანაირად და იმ რაოდენობის წიწაკას შეიცავს, რაც აუცილებერია ორგსნიზმისთვის , რადგანაც წიწაკა შეიცავს როგორც C ისე B1, B2 ვიტამინებს რომელიც აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა დაავადებებს და კიდევ ბევრი სარგებლის მომტანია. ჩვენ რეგიონის განვითარებაში მნიშვნელოვა როლს ვთამაშობთ. გურია დიდი იუმორისა და კულტურის მატარებელი მხარეა, სამწუხაროა , რომ ჩვენს ქვეყანაშივე მასშტაბურად არ იციან და არ იცნობენ გურულ გასტრო კულტურას. შესაბამისად ეს ფუნქცია ჩვენ ვითავეთ და ბადიშის იდეოლოგიად ჩამოვაყალიბეთ გურული გემოების და მისი სახასიათო კულტურის გაცნობიერება, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე მსოფლიოს მასშტაბით. ამ ეტაპისთვის, რადგანაც ჯერჯერობით ვართ მცირე საოჯახო წარმოება ,საწარმოო პროცესში, დაქამებული გვყავს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ბებოები. გვინდა დავამატოტ ტყეში მოპოვებული კენკრით მომზადებული საწებლები რომელიც იქნება ვიტამინებით სავსე და გარემოსთვის კარგი რადგან არამექნულმეწარმეობას უფრო მაშტაბურს და მიმზიდველს გავხდით. ჩვენს განვითარებასთან ერთად გაიზრდება რეგიონში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც და გურული გემოების ცნობადობაც.