BB STORE

BB STORE

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ემოციური კონცეფციით დატვირთული ბრენდი, სახელად BB Store ქართულ უნიკალურ ტიპოგრაფიებზე დაფუძნებული ბრენდია. ახალგაზრდა ქართველმა ენთუზიასტების ჯგუფმა აქტიური და თავისუფალი ადამიანებისთვის დაარსა ახალი ტიპის ქართული ეტიკეტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ასაკის ქალისა და მამაკაცის საჭიროებებს. BB Store- ის გუნდი ქალისა და მამაკაცის აქსესუარებთან ერთად, საინტერესო პროდუქტს ბავშვებისთვისაც ქმნის. ბრენდი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და ექსკლუზიურობით. ნამუშევრები მოიცავს ტრადიციული ქართული მახასიათებლების ნიმუშებს. სპეციალური ფერები, უნიკალური სიტყვები, ძეგლები და ქართული ანბანის სიმბოლოები ერთადაა გაერთიანებული ბრენდის წარმოებაში.BB Store-ს მიზანია პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გაყიდვა. ემოციური კონცეფციიდან გამომდინარე ბრენდი გაძლევთ საშუალებას სასურველი ნივთი საჩუქრად ქართველ ემიგრანტებსაც გაუგზავნოთ. ბრენდი ბიუჯეტურია და მომხმარებელს სასურველი პროდუქტის გამოწერა ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია. განსხვავებული სამოსი და აქსესუარები განსაკუთრებული საჩუქარია საყვარელი და ძვირფასი ადამიანებისთვის. გვერდის საშუალებით www.bbstore.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის მაისურები, ჩანთები, შარფები, ჰუდები, საწვიმრები, ქუდები და პანამები. კომპანიის პროდუქცია იწარმოება და იბრენდება საქართველოში და გამოირჩევა უნიკალურობით და ექსკლუზიურობით.BB store-ის ტიპოგრაფიები დაცულია საავტორო უფლებებით, დიზაინერ ბექა ბერიძის მიერ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ბბ სთორი გეგმავს ასორტიმენტის გაზრდას, ახალი კოლექციების დამატებას, ადგილობრივ და საერთაშორისო ჩვენებებზე პროდუქციის გატანას, საერთაშორისო მიმართულებით გამოფენებში მონაწილეობის მიღებას და ექსპორტის ზრდას. ბრენდი გეგმავს ადგილობრივ მოლებში სტენდების განთავსებას და საწარმოო პროცესების გაზრდას, ახალი დამატებითი დანადგარების დამატებასა და თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას.