რაიდმედის ბავშვთა კლუბი

გართობა, დასვენება, სპორტი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კომპანია „რაიდმედს“ გამაჯანსაღებელი, სპორტული და სარეაბილიტაციო მედიცინის მიმართულებით საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. 2023 წლის თებერვლიდან მომხმარებელს ახალი პროექტი შევთავაზეთ, რომელიც უკვე არსებული გამოცდილების და ამ წლების განმავლობაში შექმნილი ბაზის გამოყენებით სრულიად ახალ ფორმატს სთავაზობს ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს. ეს გახლავთ „რაიდმედის ბავშვთა კლუბი“, (ბავშვთა და მოზარდთა არაფორმალური განათლების ცენტრი), რომლის მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა, პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, ბავშვის დაახლოება ბუნებასთან და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ადრეული ასაკიდან. რაიდმედის ბავშვთა კლუბის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: • საცხენოსნო სკოლა და იპოთერაპიის ცენტრი; • მებაღეობის და ეკოლოგიის სკოლა; • ხატვისა და ხელოვნების მასტერკლასები; • კულინარიის მასტერკლასები; • ინტელექტ კლუბი; • ბავშვთა ღონისძიებების ცენტრი; სწავლება მიმდინარეობს თამაშის ფორმით არაფორმალურ გარემოში, რაც ზრდის ბავშვების დაინტერესებას კონკრეტული თემების მიმართ , როგორიცაა ეკოლოგია, ლიტერატურა, სპორტი, ხელოვნებადა ა. შ. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ბავშვები და მოზარდები გაუცხოებულნი არიან ბუნებისგან, სწორედ ამიტომ საცხენოსნო სკოლას გარდა ფიზიკური აქტივობისა, დიდი სოციალურ-აღმზრდელობითი მნიშვნელობაც ენიჭება. პატარებს საშუალება აქვთ არა მხოლოდ გაიცნონ თავისი მეგობარი ცხენი, არამედ შეეჩვიონ ცხენოსნურ გარემოს, თავლას, ცხენის სადგომს, ცხენის მოვლასა და კვებას. რაც ცხენისა და ბავშვის დაახლოებას უწყობს ხელს. ბავშვთა კლუბის ყველაზე გამორჩეულ მიმართულებას წარმოადგენს იპოთერაპიის პროგრამა აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისათვის. იპოთერაპია, ანუ ცხენით ჯირითით მკურნალობა თავისი არსით, სამკურნალო ფიზკულტურის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ერთვის ურთიერთობა ჭკვიან, ლამაზ და უკეთილშობილეს ცხოველთან. იპოთერაპია შეუცვლელი საშუალებაა სოციალური რეაბილიტაციისთვის. ცხოველზე მზრუნველობა, მისი მოვლა და გამოკვება ეხმარება ადამიანს კომუნიკაციის განვითარებაში და ჩუქნის მას უამრავ დადებით ემოციას. ცხენით ჯირითი მრავალმხრივ სასიკეთო ზეგავლენას ახდენს: ცხენის მოძრაობების მიმართ ყურადღება ავარჯიშებს რეაქციას, გამოიმუშავებს სიტუაციის შეფასების გამოცდილებას, ხოლო ცხოველის მიმართ ნდობა შემდეგ ადამიანებზე ვრცელდება. ცხენთან მჭიდრო ურთიერთობის დროს შეუმჩნევლად გადის სტრესი, უკვალოდ ქრება შინაგანი დაძაბულობა, სულში კი ჰარმონია ისადგურებს. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რეგულარულად ტარდება სქოლიოზის დიაგნოსტიკის უფასო პროგრამა ბავშვებისათვის, გვაქვს დანერგილი სასაჩუქრე აბონემენტების სისტემა, უფასო საცდელი გაკვეთილების სისტემა, მოხალისეების პროგრამა, საინფორმაციო შეხვედრები მშობლებისათვის, 2023 წლიდან დავამკვიდრეთ საქველმოქმედო საახალწლო ღონისძიებების ტრადიცია სოციალურად დაუცველი პატარებისათვის.