linandme

linandme

წარმოება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ქართულ ბაზარს თეთრეულის ბრენდი Lin&Me შეემატა. სადა და, ამავდროულად, მრავალფეროვანი პროდუქცია შევქმენით, იმ იდეით, რომ თეთრეული მხოლოდ მოხმარების საგანი არ არის, იგი ასევე ქმნის ადამიანის განწყობასა და ხასიათს. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ საწოლის თეთრეულს, სუფრებს, მატიკებს, დანა-ჩანგლის ჩასადებებს, წინსაფრებს და ტილოებს, რომელიც გამორჩეულია ნაჭრის ხარისხით და დიზაინით. მოდელების ვიზუალები, ორნამენტები, ფერები, თანამედროვე და ტრენდულია. ჩვენი პროდუქცია გათვლილია ნებისმიერი ასაკის ადამიანზე, რომელსაც თავისთვის, ან სასაჩუქრედ მოსწონს თანამედროვე სტილი და უპირატესობას ანიჭებს ხარისხს. ჩვენ გვინდა, ბაზარზე შევცვალოთ ქცევა და თეთრეული გავხადოთ ადამიანების განწყობის, ხასიათის, შეგრძნებების და სტილის განმსაზღვრელი. ჩვენი იდეა ბაზარზე სადა თეთრეულის დეფიციტიდან წამოვიდა, გვინდოდა განსხვავებული დიზაინის ქართული ბრენდი შეგვექმნა. ბრენდის მიმართ ინტერესი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდით, რადგან გამოჩენისთანავე დავიწყეთ შეკვეთების მიღება. შემდეგი წლიდან ვგეგმავთ მაღაზიის გახსნასაც, რაც მკვეთრად აისახება გაყიდვების ზრდაზე. ძალიან ბევრი იდეა გვაქვს, როგორც ასორტიმენტის, ისე ბიზნესის გაფართოების კუთხით. ბაზარს ბევრ სიახლებს ვპირდებთი, იგეგმება ასორტიმენტის გაფართოვება,საწარმოს გაზრდა, თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა. ონლაინ შესყიდვის პროცესი ამარტივებს მსოფლო მასშტაბით ჩვენი პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდების პროცესებს, შესაბამისად გვყავს საქართველოს საზღვრებს გარეთაც იგზავნება ჩვენი პროდუქცია, რაც შეეხება გაფართოვებას ამ მიმართულებით ქართული პრემიუმ კლასის თეთრეულის სატესტო ნიმუშები ამერიკაში, იტალიასა და საფრანგეთში გავგზავნეთ. ვმუშაობთ ექსპორტის მიმართულებითაც, რომ ახალი წლიდან დავიწყოთ ექპორტის მიმართულებაც.