Horsetours

Horsetours

გართობა, დასვენება, სპორტი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Horsetours კარს უხსნის საცხენოსნო მეგზურებს შესაძლებლობების სამყაროს. ეს არის საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტა, მარკეტფლეისი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს, საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს გააციფრულონ საკუთარი სერვისი, ხოლო მომხმარებლისთვის არის ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის ერთიანი პლატფორმა. სრულყოფილი ინფორმაციის წყალობით მომხმარებელს შეუძლია მარტივად აირჩიოს და სწრაფად დაჯავშნოს საკუთარი თავგადასავალი. ღირებულების შექმნა მომხმარებლები სარგებლობენ ერთიანი დაჯავშნის პროცესით, რაც გამორიცხავს მრავალ ვებსაიტზე ნავიგაციის ან სხვადასხვა სერვისის პროვაიდერებთან ურთიერთობის სირთულეს. მათ შეუძლიათ მარტივად იპოვონ, შეადარონ და დაჯავშნონ მრავალფეროვანი საცხენოსნო ტურები ერთ სივრცეში; უსაფრთხო გადახდებითა და მოსახერხებელი ინტერფეისით ისინი ზოგავენ დროსა და ძალისხმევას მათთვის სასურველი საცხენოსნო ტურების დაჯავშნის პროცესში; Horsetours ამარტივებს დაჯავშნის პროცესს და საცხენოსნო გიდებსა და რანჩოებს საშუალებას აძლევს თავიდან აირიდონ თავისუფალი ადგილები ბოლო მომენტში ჯავშნის გაუქმების გამო. მათ შეუძლიათ მართონ თავიანთი განრიგი ეფექტურად და უპრობლემოდ მომხმარებლებისთვის; ნიშაზე ფოკუსი საშუალებას გვაძლევს მოვარგოთ Horsetours ჩვენი მიზნობრივი ბაზრის უნიკალურ საჭიროებებსა და პრეფერენციებს და უზრუნველყოფს პერსონალიზებულ გამოცდილებას, რომელიც ითვალისწინებს ცხენოსნობის მოყვარულთა სპეციფიკურ სურვილებსა და პრეფერენციებს. საბოლოო ჯამში, Horsetours აუმჯობესებს დაჯავშნის პროცესს, უზრუნველყოფს მომხმარებლების ნდობას, მოხერხებულობას და მომსახურების ხარისხს საცხენოსნო ტურიზმის ინდუსტრიაში. ზრდის პოტენციალი ჩვენი საპილოტე რეგიონი არის საქართველო, რომლის ბაზრის საერთო მოცულობამაც შეადგინა 348$ მილიონი 2022 წელს. ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკების მიხედვით, წლევანდელი ბაზრის მოცულობა გაიზარდა 50%-ით, 522$ მილიონამდე, ხოლო ჩვენმა ზრდის პროცენტმა წინა წელთან შედარებით შეადგინა 146%, რაც დასტურია იმის რომ საცხენოსნო ტურიზმს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. 2 წლის განმავლობაში მოვემსახურეთ 1400 მომხმარებელს. მომდევნო წელს ვგეგმავთ თურქეთის ბაზარზე შესვლას, რომელიც არის 3,8$ მილიარდიანი ბაზარი, ხოლო მომდევნო წლის საპროგნოზო შემოსავლები შეადგენს 240,000$-ს. ცნობადობა Horsetours მზარდი ტემპით ხდება უფრო და უფრო ცნობადი საცხენოსნო ტურიზმის ინდუსტრიაში. საქართველოში საცხენოსნო ტურების გამარტივებული პლატფორმის უზრუნველყოფაზე ჩვენი ერთგული ფოკუსით, ჩვენ მოვიპოვეთ ყურადღება და აღიარება როგორც მომხმარებლების, ასევე მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან. ამჟამად გვაქვს 30 საცხენოსნო ტური და ვთანამშრომლობთ 60-მდე საცხენოსნო გიდთან და რანჩოსთან. მზარდი მომხმარებელთა ბაზა, შემოსავლები და პოზიტიური მიმოხილვები არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ Horsetours სწორი მიმართულებით ვითარდება. გარდა ამისა, ჩვენმა ყოფნამ სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე, მომხმარებლებთან აქტიურმა ჩართულობამ და სერვისის მომწოდებლებთან პარტნიორობამ ხელი შეუწყო ჩვენს ხილვადობისა და რეპუტაციის ამაღლებას. ჩვენი მიზანია გავამყაროთ Horsetours-ის პოზიცია, როგორც ცნობილი და დადებითი რეპუტაციის მქონე საცხენოსნო ტურიზმის პლატფორმა და მოვიპოვოთ მეტი აღიარება და ნდობა ჩვენს სამიზნე აუდიტორიაში. ხარისხი და სანდოობა ჩვენ დავნერგეთ უსაფრთხოების ევროპული სტანდარტები, რაც ნიშნავს იმას, რომ პლატფორმაზე ჩამოთვლილი თითოეული ტური გადის მკაცრ შემოწმებას ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც უზრუნველყოფს საიმედოობას და კმაყოფილებას. პლატფორმა უზრუნველყოფს გადახდის უსაფრთხო მეთოდებს, რაც ზრდის ნდობას და აძლევს დაცულობის შეგრძნებას. მომდევნო 2 წლის გეგმა ჩვენი მიზანია Horsetours გახდეს გლობალური პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს გარშემო ამოგზაურებს მომხმარებლებს საცხენოსნო ტურებით. ამჟამად ვმუშაობთ მერჩანტის ფორმის აწყობაზე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს პარტნიორებს (საცხენოსნო გამყოლებსა და რანჩოებს) შეეძლებათ თავად ატვირთონ და მართონ საკუთარი სერვისები. ეს დაგვეხმარება, რომ სწრაფად გავიდეთ გლობალურ ბაზარზე. ამ ორ წელიწადში ვგეგმავთ თურქეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის ბაზრების ათვისებას, რომლებიც საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებით განვითარებულები არიან, ამავდროულად ამ ბაზრებზე პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს.