Time Capsule
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
„დროის კაფსულა“ არის ბრენდი, რომელიც სამახსოვრო და ექსკლუზიურ სამკაულს სთავაზობს მომხმარებელს. კაფსულას კონცეპტი იდეალურად ერგება ბრენდს და მნიშვნელოვანი სენტიმენტების მატარებელია. დროის კაფსულა ითვალისწინებს აწმყოს შენახვას, მოგონებების შენარჩუნებას, რაც ამ შემთხვევაში ზუსტად ის სერვისია, რასაც ბრენდი სთავაზობს მომხმარებელს. კაფსულა ემოციური და კონცეპტუალური ექვივალენტია ბრენდის იდეის და მომავალში იძლევა ახალი პროდუქტების ქვებრენდებად დამატების საშუალებასაც“. „დროის კაფსულას“ სამკაული მზადება უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სინჯით (925). პროდუქტის შექმნაზე მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, სამკაული მუშავდება თანამედროვე აპარატურით, რაც პროდუქტის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. მიმართულება: • ინდივიდუალური - მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი ნახატებიდან და სურათებიდან შექმნილი. პროდუქცია მზადდება ინდივიდუალურად და უნიკალურად ყველა ნახატისთვის. არ არსებობს 2 ერთნაირი ნივთი, თუ თვითონ შემქმნელს არ სურს ის რამდენიმე ჰქონდეს. • მასიური - ტრენდული ან ტურისტებზე მორგებული და მომხმარებლისთვის თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული თემატიკით, სამახსოვრე და ექსკლუზიური თემატიკით ხაზები: • Kids Line (საბავშო ხაზი, პატარების ნახატების სამკაულად გარდაქმა. ახალშობილი ბავშვის ფეხის, ხელის და ა.შ. სამახსოვნო გრავირებებით დამზადებული ნივთები) • Pet Line (საყვარელი შინაური ცხოველების სამკაულად გადატანა, ან კონკრეტულად მათთვის ყელსაბამზე გასაკეთებელი სამკაული) • Geo Line (ქართული მასიური ხაზი, ზირითადად ტურისტებისთვის სამახსოვროდ, ან ემიგრანტებისთვის ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის სხვა ქვეყნებში. როგორიცაა: ქვევრი, მტევანი, კინტო, ფიროსმანი...) ვამზადებთ ნებისმიერ სამკაულს, ვერცხლის, მინანქრის ან ოქროს მასალისგან. „დროის კაფსულას“ სამკაული მზადება უმაღლესი ხარისხის ვერცხლის სინჯით 925 ან თანამედროვე ტექნოლოგიის მშრალი მინანქრით ან უმაღლესი ოქროთს სინჯით 585. კომპანიის დაარსების მთავარი იდეაა, შეძლოს მოგონებების მატერიალიზება – მშობლებს, ნათლიებს, მეგობრებს, ნებისმიერს მისცენ საშუალება, ბავშვების ნახატები შეინარჩუნონ ისეთი ცოცხალი მოგონებების სახით, რომლებიც დროს გაუძლებს და ასე საუკეთესო საჩუქარი შექმნან. ქართულ ბრენდ „დროის კაფსულას“ პროდუქცია მზადდება ინდივიდუალურად და უნიკალურად ყველა ნახატისთვის ან ფოტოსთვის. არ არსებობს 2 ერთნაირი ნივთი, თუ თვითონ შემქმნელს არ სურს ის რამდენიმე ჰქონდეს. პროდუქტის შექმნაზე მუშაობს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი, სამკაული მუშავდება თანამედროვე აპარატურით, რაც პროდუქტის უმაღლეს ხარისხს განაპირობებს. კომპანიის პროდუქცია იწარმოება საქართველოში და გამოირჩევა უნიკალურობით და ექსკლუზიურობით. კაფსულა უკონკურენტო ბრენდია, ბაზარზე პირველად 2018 წელს გამოვჩნდით და ღემდე უკონკურენტო ბრენდად მივიჩნევით, რადგან კაფსულამ დღემდე შეინარჩუნა უმაღლესი ხარისხი წარმოების პროცესებში, ნაკეთობა მზადდება უნაკლოდ და უმაღლესი ხარისხის მეტალით. სამომავლო გეგმები საკმაოდ დიდია, მალე კაფსულას ექნება საკუთარი მაღაზია, ასევე ექსპორტის განვითარებისთვის ნიმუშები გაგზავნილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 2 წლის განმავლობაში, კაფსულა დაამატებს თანამედროვე დანადგარებს საკუთარ საწარმოში და განავითარებს ექსპორტს მსოფლიო მასშტაბით, გაზრდის თანამშრომელთა რაოდენობას.