აგრო ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრი

აგრო ბიზნესის საკონსულტაციო ცენტრი

ვეტერინარია

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შპს "ჯეოვეტი" გარდა ბიზნესისა, ახორციელებს აგრო ბიზნესის კონსულტირებასა და ფერმერების საექსტენციო- სასწავლო საქმიანობას. ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სასურსათო (რძე,ხორცი) დეფიციტიტიდან გამომდინარე კომპანია " ჯეოვეტი" მრავალწლიანი პრაქტიკის საფუძველზე ხედავს ალპურ და სუბ ალპურ ზონაში რძისა და ხორცის წარმოების უდიდეს პოტენციალს. სწორედ აქიდან გამომდინარე კომპანიამ ძირითად მიზნად დაისახა მაღალ მთიან რეგიონებში მესაქონლეობის დარგის ხელშეწყობა, რაც თავის მხრივ გულისხმობს: მათი ფერმერული საქმიანობის ორგანიზებას, კანონს დაქვემდებარებას, წარმოების მიკვლევადობას, ხარისხის სტანდარტების შექმნას,ღირებულებათა ჯაჭვის შემცირებას, რელიეფის მიხედვით ადგილიდან ნედლეულის ცენტრამდე მისატანი სადისტრიბუციო ქსელისა და შემგროვებელი პუნქტების აწობა-მოწყობას, რაც მთლიანობაში გამოიწვევს რძისა და ხორცის როგორც ხარისხობრივ ასევე რაოდენობრივ ზრდას. მიღებული ჯანსაღი ნედლეული სანდო და საინტერესო გახდება რძისა და ხორც პროდუქტების მცირე და მსხვილი მწარმოებლებისთვის. აღნიშნულ პროექტს აქვს როგორც სოციალური ასევე ეკონომიკური მნიშვნელობა მთლიანად რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტი თავისი შინაარსით მიმართულია მაღალ მთიანი მეცხოველეობის ტრადიციული დარგის გადასარჩენად და ქალაქისკენ ინტენსიური მიგრაციული პროცესის შესაჩერებლად ხანგრძლივ პერსპექტივაში შედეგებიდან გამომდინარე პროექტი გახდება სხვა აგრო ბიზნესის დარგებისთვის სანიმუშო და სამაგალითო, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგრადი დარგობრივი განვითარება "ჯეოვეტი"-ს გამარჯვება იქნება დასახული მიზნის(პროექტის) შეარულებისთვის დიდი მხარდაჭერა და მოტივაცია