CX Hub

CX Hub

მომსახურება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კომპანია CX Hub წარმოადგენს ქართულ ბაზარზე პირველ საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც ეხმარება ბიზნესებს მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგიის შემუშავებასა და CX-ის მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების და სისტემების დანერგვაში. ქართულ ბიზნესებში ძირითადად გვხვდება ფინანსური, კომერციული, მარკეტინგის სტრატეგიები, თუმცა ნაკლებად არის ხოლმე წარმოდგენილი CX-ის მართვის ჰოლისტიკური ხედვა და სტრატეგია, მაშინ როდესაც საერთაშორისო ექსპერტები თანხმდებიან, რომ თანამედროვე სამყაროში კომპანიებისთვის კონკურენტუნარიანობის მოპოვება და ჯანსაღი გრძელვადიანი ზრდა, მომხმარებლის გამოცდილების მართვასა და მისთვის WOW გამოცდილების შექმნაზე გადის. ამ მიზნით ჩვენი კომპანია ქართულ ბიზნესებს სთავაზობს კონსულტაციების, კვლევების, ვორქშოფებისა და სხვა ხელშემწყობი მექანიზმების აუთსორს შემდეგი მიმართულებით: • კომპანიის CX დიაგნოსტიკა (CX დიაგნოსტიკის ინდექსის გაზომვა) და სტრატეგიის შემუშავება • მომხმარებელზე ორიენტირებული კულტურის განვითარება • მომხმარებლის კმაყოფილების და დაკარგული მომხმარებლის ზეგავლენის გაზომვა • მომსახურების არხების მონიტორინგი • მომხმარებლის საჭიროებების და პრეფერენციების კვლევები • მომხმარებლის მოგზაურობის ანალიზი და რედიზაინი (Customer Journey Mapping, Service blueprint) • თანამშრომლის ჩართულობისა და გამოცდილების მართვა (Employee Experience)