მაგემე

მაგემე

სოფლის მეურნეობის პროდუქტები

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი კომპანია 2020 წელს დაარსდა, პანდემიის პერიოდი ყველა ასაკის ადამიანისთვის რთული და გამოწვევებით სავსე იყო. სწორედ ამიტომ გაჩნდა ჯანსაღი ვიტამინებით სავსე ადგილობრივი პროდუქტის წარმოების იდეა, კერძოდ შევქმენით მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქციის, ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციის მიზნით კი დავიწყეთ აგროტურისტული მიმართულება. ჩვენს მომხარებლებს ვთავაზობდით ადგილზე დაეთვალიერებინათ თუ სად მოგვყავს პროდუქცია, პირადად გაეცნოთ იქ მომუშავე გუნდი და თავად მიეღოთ მონაწილეობა აგრო საქმიანობაში. აღნიშნული მინართულება წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს და გვაქვს პატივი უკვე მეორე წელია ვუმასპინძლოთ სასკოლო ექსკურსიებს სხვადასხვა კლასის მოსწავლეთათვის, სადაც სტუნრები სახალისო ინტერაქციული აქტივობებით ეცნობიან წარმოების მთელს ციკლს. მონაწილეობას იღებენ დარგვაში, გამარგვლასა და დაკრეფვაში. ამასთან ამზადებენ სხვადასხვა სახის გადამუშავებულ პროდუქციას საკონდიტრო ან სასმელი წვენების მიმართულებით. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ქმნის “მაგემე”-ს, შესაბამისად ეს თითეული მათგანის ნაწილია, რომელსაც გადავცემთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს. რა გამოგვარჩევს- ალბათ ეს ის ემოციური ბმაა, რასაც გადავცემთ თითეულ სტუმარს, ვცდილობთ ჩვენთან გატარებული დრო მათთვის დაუვიწყარ გამოცდილებასთან იყოს დაკავშირებული, ვცდილიბთ ვაჩუქოთ ემოცია