Jakeli Wines
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ის, რაც დაიწყო როგორც ჰობი მალე ჩვენს მთავარ საქმიანობად გარდაიქმნა. Jakeli Wines უკვე 20 წელზე მეტია აწარმოებს ქართულ ნატურალურ ღვინოს და კომპანიის პრიორიტეტი ყოველთვის იყო უცვლელი — ნატურალური, მაღალი ხარისხის ქართული პროდუქტის შექმნა და მათი პოპულარიზაციაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ. ნატურალური ღვინის წარმოება გულისხმობს ღვინის ყველაზე სუფთა და ბუნებრივი ფორმის შენარჩუნებას. მისი დაყენებისას არ გამოიყენება დანამატები და ის მზადდება მხოლოდ ყურძნის წვენისგან, რომელსაც ბუნებრავდ აქვს ფერმენტაციისთვის აუცილებელი ინგრედიენტები. ამ კუთხით, გამოყენებული ყურძნის ჯიშების ხასიათი და გემოვნურობა არის მკვეთრად გამოხატული, რაც ღვინოს წარმოაჩენს როგორც აუთენტურსა და უნიკალურს და ხაზს უსვამს მის ადგილწარმოშობას. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას 8000 წლიანი ისტორია აქვს ამ მიმართულებით, დიდი პასუხისმგებლობაა ამ ისტორიის გაგრძელება. ნატურალური ღვინის წარმოებით კი ვფიქრობთ, რომ ვინარჩუნებთ ქართული ღვინის იმ ფორმას, რომელმაც აქცია ის უნიკალურად.