ინოვაციების სკოლა - School of Innovations

ინოვაციების სკოლა - School of Innovations

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ინოვაციების სკოლა დაფუძვნდა 2022 წლის დეკემეებრში ქვემო ქართლში, კონკრეტულად კი ქ.რუსთავში. 2023 წლის მაისსში მიიღო სრული ავტორიზაცია და პირველივე სასწავლო წელსვე შეავსო ყველა ადგილი! ,,ინოვაციების სკოლის“ მისიაა შექმნას ისეთი სასწავლო-სააღმზრდელო გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითრების, ინოვაციური მიდგომების გზით ისეთი უნარ-ჩვევების ფორმირებაზე, რომლებიც მოსწავლეს მიცემს საშუალებას ჩამოყალიბდნენ კონკურენტუნარიან პიროვნებებად და შეძლონ ადაპტირება სწრაფად განვითარებად გლობალურ სამყაროში. ჩვენს სკოლაში სწავლა მიმდინარეობს თანამედროვე განათლების პრინციპების გამოყენებით, რაც გულისხმობს როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალური განათლების მეთოდებს. პირველ რიგში ორიენტირებულები ვართ საკვანძო კომპეტენციების განვითარებაზე და მთავარ აქცენტს ვაკეთებთ ახალგაზრდებში კრეატიული და სამეწარმეო აზროვნების ჩამოყალიბებაზე. ინოვაციების სკოლამ მთელ რეგიონში პირველმა შესთავაზა ბავშვებსა და ახალგაზრდებს ტექნოლოგიური და სამეწარმეო განათლება. პირველივე კლასიდან ისწავლება რობოტიკა; მე-7 კლასიდან პროგრამირება, 3D მოდელირება და მეწარმეობა.