ბალანსი
კვების მრეწველობა, სასმელები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ბალანსი არის ჯანსაღი კვების მთელი დღის რაციონის ადგილზე მიტანის სერვისი, რომელიც 28 დღის განმავლობაში ყოველ დღე ახალ მრავალფეროვან მენიუს სთავაზობს მომხმარებელს. ბალანსის შექმნაზე იმუშავა უძლიერესმა გუნდმა: მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ რესტორნის ფრანგმა შეფ-მზარეულმა, ნუტრიციოლოგმა, დიეტოლოგმა და მასტერშეფის გამარჯვებულმა ქართველმა შეფ-მზარეულმა. ბალანსის სლოგანია: ჯანსაღი შეიძლება იყოს გემრიელი. ბალანსის მიზანია დაამკვიდროს ჯანსაღი კვების ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის. სერვისი დაარსებიდან მალევე გახდა მოთხოვნადი და ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ თბილისში, იგეგმება ფილიალების გახსნა ბათუმში და ქუთაისში. თებერვალში იხსნება პირველი ექსპრეს ბალანსის ობიექტი ჭავჭავაძის გამზირზე. კომპანიამ ძალიან მალე მოიპოვა ცნობადობა და შეიძინა ათასობით კმაყოფილი მომხამრებელი. ბალანსი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხარიხს, შექმნა უმოკლეს ვადაში უმაღლესი სტანდარტის და აღჭურვილობის მქონე სამზარეულო. ბალანსმა მალევე მოიპოვა მომხამრებლის ნდობა და გახდა ბაზრის ლიდერი. მომხმარებლების შეფასებით ბალანსმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ჯანსაღი კვება არის შეზღუდვა, ისისნი აღნიშნავენ, რომ ყოველი დღე არის გასტრონომიული ზეიმი და მაოუთმენლად ელიან დილას, რომ მივიდეს კურიერი და მიუტანოს უგემრიელესი 3-ჯერადი კვება დეტოქს წვენტან ერთად.