Strive
საინფორმაციო ტექნოლოგიები (IT), კავშირგაბმულობა, კომუნიკაციები
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
Strive ონლაინ მარკეტფლეისია, რომელიც ეხმარება ვიდეო-თამაშების რანკირებული მატჩების მოთამაშეებს მენტორის პოვნასა და გეიმფლეის გაუმჯობესებაში. მეორე მხრივ კი ფრილანსერ მენტორებს საკუთარი გეიმინგ უნარების მონეტიზაციის საშუალებას აძლევს. გეიმინგ მენტორინგისთვის დეცენტრალიზებული პლატფორმა არ არსებობს, ამიტომ გეიმერებს უწევთ, რომ სააგენტოების ძვირიანი სერვისით ისარგებლონ და წინასწარ ისიც კი არ იციან როგორი მენტორი ეყოლებათ. მეორე მხრივ გეიმერები, რომელთაც 2000 საათი მაინც აქვთ ნათამაშები - პროფესიონალები არ არიან, სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება კი შეუძლიათ, მაგრამ სააგენტოების მაღალი სტანდარტების გამო ფრილანსერობას ვერ ახერხებენ. ამიტომ ვქმნით Upwork-ს გეიმინგ მენტორინგისთვის, სადაც ფრილანსერობა შეეძლებათ როგორც მოყვარულ ასევე პროფესიონალ მენტორებს.