წვეთი

წვეთი

სილამაზე, ჰიგიენა

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

წვეთი ქართული ბრენდია, რომელიც უკვე 2 წელია ქვეყნის ბაზარზე ფუნქციონირებს. ჩვენ სასტუმროებს, სალონებს და სპა ცენტრებს ვთავაზობთ ბრენდირებულ სააბაზანო ნაკრებს,როგორიცაა: ხალათი, პირსახოცი და სხვა. საჩუქრის მაძიებლებს ვეხმარებით ადრესატის გახარებაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი მომხმარებლები ძირითადად სხვა ადამიანების რეკომენდაციებით მოდიან ხოლმე ჩვენამდე. ბევრი პროექტი და ფორუმი დაინტერესდა ჩვენით. მოვიპოვეთ Usaid-ის დაფინანსება, მიწვეულები ვიყავით გლობალური მეწამეობის კვირეულზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში,სადაც გარდა ჩვენი პროდუქტის გაცნობისა,სტუდენტებს გავუზიარეთ ის ცოდნა და გამოცდილება,რაც პრაქტიკულად არსებობს მეწარმეობის რთულ გზაზე სვლაში. ტელევიზიები დაინტერესდნენ იმით,რასაც ვქმნით და მათი დახმარებით უფრო ბევრ ადამიანს ვუყვებით ჩვენს შესახებ. ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ საფრანგეთის ბაზარზე გასვლაზე და მომავალი ხედვებიც სწორედ ამ მიმართულებით გვესახება.