კრიჭი კრიჭი

კრიჭი კრიჭი

მომსახურება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ბავშვთა სალონი კრიჭი-კრიჭის არსებობის იდეა გაჩნდა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. მყავს სამი შვილი და როდესაც დადგა დრო რომ უნდა ვწვეოდით სალონს სწორედ პირველივე ვიზიტზე გამიჩნდა და დამებადა ეს იდეა. სალონი არის მხოლოდ ბავშვთა და სრულ კომფორტს ვთავაზობთ როგორც მშობლებს, ასევე ბავშვებს . პირველ რიგში სალონში დაცულია ჰიგიენა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია . გვყავს გამოცდილი სტილისტები, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ შეჭრას. ასევე ბევრი გასართობი საშუალება. ჩვენ ვცდილობთ მშობლებს შევუმსუბუქოთ ის სტრესი, რასაც შვილის თმის შეჭრის დროს იღებენ, ხოლო ბავშვებისათვის ერთგვარი არასასიამოვნო პროცესი გავხადოთ ხალისიანი დასამახსოვრებელი და არ იყოს ეს მათთვის რუტინა.