ბულბული

ბულბული

ელექტრონული კომერცია

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„ბულბული“ აუდიო ზღაპრების აპლიკაციაა. თუ ბავშვებისთვის ზღაპრების წაკითხვას ან ამბების მოყოლას ხშირად ვერ ახერხებთ, მაგრამ იმასაც ხვდებით, რომ ეს მათი განვითარებისთვის აუცილებელია, შეგიძლიათ, https://bulbuli.ge/-ის საბავშვო აუდიო ზღაპრების აპლიკაციით ისარგებლოთ iOS და Android პლატფორმებზე. თუ გსურთ თქვენი პატარა გაართოთ ან მისი დაძინება გიჭირთ, ბულბულის აპლიკაციაში გვაქვს აუდიო ზღაპრები ორივე შემთხვევისთვის, ქართული და მსოფლიო კლასიკის დიდი არჩევანით და მუდივი განახლებით. ჩვენი სამიზნე მომხმარებელთა ბაზაა 3-8 წლის ბავშვების მშობლები, რომლებიც ეძებენ გზებს, რათა დაეხმარონ ბავშვის ბუნებრივ განვითარებას, უზრუნველყონ გასართობი მოსაწყენი მოგზაურობის დროს და შეამცირონ აურზაური კვების დროს. ამ მშობლებს აინტერესებთ ბავშვის ფანტაზიის, მეხსიერების, მოსმენის უნარის, ლექსიკის განვითარება და სწორი მეტყველების უნარის განვითარება. ჩვენი პროდუქტი შექმნილია ამ მშობლების მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მაღალი ხარისხის, მიმზიდველი აუდიო ისტორიების მიწოდებით, რომლითაც ბავშვებს შეუძლიათ ისიამოვნონ სხვადასხვა დროს, მათ შორის ძილის წინ, გზაზე ან ნებისმიერ სხვა დროს, როდესაც გასართობია საჭირო. ამრიგად, ჩვენი სამიზნე მომხმარებელია 3-8 წლის ბავშვები, რომლებიც სიამოვნებით უსმენენ ისტორიებს და ეძებენ სასიამოვნო და გამდიდრებულ აუდიო გამოცდილებას.