ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
ემ-ემ-ტე ლაიფლიანი არის პროსტატის კიბოს სკრინინგ-ცენტერების ქსელი. პროსტატის კიბო სიხშირით მეორე ადგილზე დგას კანის კიბოს შემდეგ, იგი მამაკაცთა ონკოლოგიური სიკვდიალიანობის წამყვანი მიზეზია და წარმოადგენს მსოფლიო ჯანდაცვის ერთერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. ადრეულ ეტაპზე პროსტატის კიბო არანაირ სიმპტომს არ იძლევა. ამიტომ, მნიშვნელოვანია პროსტატის კიბოს გამოვლენა პრაქტიკულად ჯანმრთელ მამაკაცებში. დღემდე არსებული მეთოდები, მაგალითად, როგორიც არის პროსტატ-სპეციფიკური ანტიგენის სისხლში განსაზღვრა არ აღმოჩნდა საკმარისად ეფექტური პროსტატის კიბოს ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, რადგანაც მას ახლავს ცრუ-დადებითი და ცრუ-უარყოფითი შედეგების მაღალი პროცენტი. პროსტატის მიკროსკოპული ექოსკოპია, წარმოადგენს უახლეს, ინოვაციურ მეთოდს, რომელიც ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის მსოფლიოს ყველა წამყვან კლინიკაში. თუმცა, მიკროსკოპული ექოსკოპია ემ-ემ-ტე ლაიფლაინის ქსელში დაინერგა 2020 წელს, კოვიდის პერიოდში. ემ-ემ-ტე ლაიფლაინის ქსელი მოიცავს თბილისს, ბათუმს, ზუგდიდს, ქუთაისს და თელავს. ამით, საქართველოს თითქმის მთელს მოსახლეობას ეძლევა საშუალება ჩაიტაროს პროსტატის კიბოს სკრინინგი ისეთი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით, რომელიც ამერიკისა და ევროპის მრავალ კლინიკაშიც კი ჯერ არ არის ხელმისაწვდომი. ამით ქართველ მამაკაცებს და ქართულ ოჯახებს ეძლევა საშუალება მასობრივად თავიდან თავიდან აიცილონ სიკვდილი პროსტატის კიბოსგან.