როუ შაურმა
წარმოება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
როუს დაარსებიდან 6 თვე გავიდა, ამ პატარა დროში ჩვენ მოვახერხეთ უდიდესი სოციალური დახმარება გაგვეწია საზოგადოების კონკრეტული ნაწილისთვის . თავდაპირველად ეს კამპანია არ იყო პიარისთვის შექმნილი, ჩვენს გუნდს გაუჩნდა იდეა და შესაძლებლობა რომ ყოველდღიურად საკვები გაგვეღო სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და შშმ პირებისთვის. როუს ფეისბუქ გვერძე განთავსდა ამ შინაარსის სტატუსი, კომპანია ითხოვდა დახმარებას საზოგადოების მხრიდან, მათ უნდა მოეწოდებინათ ჩვენთვის ინფორმაცია ვის ჭირდებოდა როუს დახმარება საკვებით, იმ დღიდან ვიღებდით უამრავ შეტყობინებას, ზარებს, კომენტარებს . ჩვენ შევძელით ყველა ზემოთაღნიშნული ადამიანების მათ შორის არაერთი ობოლო ბავშვის გახარება, ეს პროცესი დღესაც აქტიურია, ყოველდღიურად ჩვენი გუნდი აპურებს 5 ადამიანს. ჩვენი კომპანიისთვის ეს ფაქტი გახდა უდიდესი სიყვარულის და სითბოს მომტანი. ვერასოდეს წარმოვიდგენდით რომ ასეთი პატარა, არაცნობადი ობიექტის სავიზიტო ბარათი გახდებოდა ეს ფაქტი. დღესდღეისობით როუში მოსულმა ყველა კლიენტმა იცის ამ ფაქტის შესახებ.