ზარბაზანი

ზარბაზანი

წარმოება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენ ვაწარმოებთ ქართული ღვინის კოსმეტიკას. „ზარბაზანის“ იდეაა ქართულ ღვინოს შესძინოს დამატებითი დატვირთვა და აწარმოოს ღვინის კოსმეტიკის მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ასეთი ტექნოლოგია არსებობს ევროპაში. საქართველო კი, რომელიც მსოფლიომ აღიარა ღვინის სამშობლოდ, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ღვინოს იყენებდა მხოლოდ დასალევად. ჩანაფიქრი თავიდანვე იყო ქართული ღვინისგან და მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან ისეთი კოსმეტიკური საშუალებების წარმოება, რომელიც იქნებოდა პრემიალური ხარისხის, მისაღებ ფასად. მომხმარებლებს, ვინც ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია ვთავაზობთ თავის მოვლის ნატურალურ, გამაჯანსაღებელ და სასარგებლო თავის მოვლის საშუალებებს, და ასევე, ვქმნით არაჩვეულებრივ ქართულ სასაჩუქრე ალტერნატივას, ვინაიდან ხარისხიანი და შთამბეჭდავი საჩუქრის შერჩევა მისაღებ ფასად ქართულ ბაზარზე არც ისე მარტივია. ამავდროულად, "ზარბაზანის" ღვინის კოსმეტიკა თავისი ულამაზესი შეფუთვით და სურნელით, პრეზენტაბელურია ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქვეყნის წარმოსაჩენად. ასევე, მნიშვნელოვანია პროდუქციის შეძენის სიმარტივე. ზარბაზანის ღვინის კოსმეტიკის შეძენა შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით არაერთ მაღაზიაში, სააფთიაქო ქსელში, თუ ონლაინ პლატფორმების მეშვეობით. ჩვენი მომდევნო 2 წლის გეგმაა - პირველ რიგში ჩვენი ახალი მიმართულების (სასტუმროს ნომრებში ჰიგიენური საშუალებების შეტანა) მასშტაბურად დანერგვა ქვეყნის მასშტაბით და მეორე მხრივ, პროდუციის გატანა ექსპორტზე.