ტექსტილის გალერეა ციმ.ციმ

ტექსტილის გალერეა ციმ.ციმ

წარმოება

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ციმ.ციმ გალერეა ტექსტილის მზა ნაწარმის დამამზადებელი საწარმოა, ეკო პროდუქციის გამორჩეული ხარისხით და სოციალური პასუხისმგებლობით. ვამზადებთ საბავშვო, საოჯახო, კომერციული და გარე გამოყენების ტექსტილის ნაწარმს, მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილებით და კერვის ქარხნული სტილით. ვმუშაობთ ეკო პროდუქციით, უნარჩენო წარმოების პრინციპით, შესაფუთად ვიყენებთ მხოლოდ ქაღალდის ბაზისზე დამზადებულ ტარას, ვასწავლით უფასოდ ჭრა-კერვას და წარმოების თანმდევ პროცესებს იმ ქალებს, რომელთაც პროფესია არ აქვთ და ხელს ვუწყობთ, რომ რეალიზდნენ. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ორიენტირებული საწარმო, ჩვენთვის მთავარი ფასეულობა ადამიანური ღირებულებები და ურთიერთობები, კმაყოფილი თანამშრომლები და ბედნიერი მომხმარებლები არიან. თანამშრომელთა გრაფიკი და სამუშაო საათები დავაბალანსეთ ისე, რომ ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო. მომხმარებლებს კი, ვთავაზობთ ისეთ სერვისს და პროდუქციას, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კმაყოფილთან ერთად, ბედნიერი მომხმარებელი მივიღოთ, რომელიც კვლავ და კვლავ გვიბრუნდება, ჩვენზე დადებით ასპექტში საუბრობს და ცნობადობას ზრდის ჩვენს შესახებ. მომხმარებლისთვის გამორჩეული გამოცდილების შესაქმნელად, ჩვენ ვიყენებთ რამდენიმე ძირითად ინსტრუმენტს: დახმარებისთვის მზაობა, შერჩევის პროცესში, ინდივიდუალური შეკვეთების დამზადება (და არა მხოლოდ სტანდარტულის), სასაჩუქრე ქსოვილის და მუყაოს შეფუთვას, ასევე ბეჭდურ სასაჩუქრე ბარათს სასურველი ტექსტით და დიზაინით - საჩუქრად ვაყოლებთ ყველა შეკვეთას, პროდუქციის მიწოდების დრო და ფორმაც ინდივიდუალურად თანხმდება და ერგება თითოეულის გრაფიკს და საჭიროებებს, გვაქვს მესამე პირზე (საჩუქრად გაგზავნის შემთხვევაში) მიწოდების სერვისი, მუდმივად გვაქვს ფასდაკლებები, როგორც სტანდარტული, ასევე პერსონალური, ძალიან ხშირად ვათავსებთ საჩუქრად დამატებით ტექსტილს შეკვეთებში და ვიღებთ აღფრთოვანებულ, ბედნიერ მომხმარებელს, ასეთი რეკლამა ყველა რეკლამაზე ეფექტურად მუშაობს, რადგან მინიმალური დანახარჯებით, ბედნიერი მომხმარებელი თავადაც გვიბრუნდება და ამასთან, ესაუბრება პოტენციურ მომხმარებლებს, უყვება ჩვენი კომპანიისგან მიღებულ სასიამოვნო გამოცდილებაზე. რაც ყველაზე მთავარია, პატივს ვცემთ მომხმარებელების ძვირფას დროს და არ ვაცილებთ შეკვეთის ჩაბარების თარიღს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მესამე მხარის, ანუ საკურიეროს მიზეზით, შეკვეთის ჩაბარება გვიანდება ან/და დანთქმულ დროს სცილდება, საკურიერო მომსახურებას ვჩუქნით, მომდევნო შეკვეთებზე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ნაწარმზე, პერსონალურ ფასდაკლებას ვთავაზობთ დასაბალანსებლად, ან სრულ საფასურს უკან ვუბრუნებთ და იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა იგვიანებდეს, მომხმარებელი კმაყოფილი და ბედნიერია. ყოველივე ჩამოთვლილის გათვალისწინებით, 3 წლიანი ოპერირების მანძილზე, პრაქტიკულად არ გვყოლია უკმაყოფილო მომხმარებელი, რომელიც უკმაყოფილო დარჩა, კვლავ ჩვენთან არ დაბრუნებულა მომდევნო შეკვეთებით და რეკომენდაციას არ გვიწევს. იმისათვის, რომ კადრების მუშაობა ეფექტური და ხარისხიანი იყოს, მუდმივ რეჟიმში ხდება დატრენინგება / გადამზადება და ამაში მაქსიმალურად ვართ ჩართულები თავადაც, ამასთან, დატრენინეგბა არ ხდება მათი დასვენების დროის ხარჯზე, ამისათვის გამოყოფილია სამუშაო საათებისგან გამოთავისუფლებული დრო. ბედნიერი თანამშრომელი, ბედნიერი მომხმარებელი და ხარისხიანი ნაწარმი ქმნის ჩვენი ბრენდის წარმატების ფორმულას.