ცირკი- ცირკუსი

ცირკი- ცირკუსი

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შპს სინთეზატორის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მომსახურება. ( ღამის კლუბი. ) ერთადერთი ანდერგრაუნდ სიცრცე აჭარაში თვისი პრინციპები და მიზნებით: არა რასიზმი // არანაირი სექსიზმი // არა ჰომოფობია // არა ტრანსფობია // არ იქნება ტოლერანტობა ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის მიმართ. არა ფოტო // არა ვიდეო // არა ტელეფონი // ცეკვა // ურთიერთობა გარშემომყოფებთან // ისიამოვნე ვიბრაციებით და მუსიკით. ანდერგრაუნდი არის თავისუფლება, სადაც ცნობიზმს არაფერო ესაქმება, აქ ყველა ერთნაერია, ადამიანებს აქ მუსიკის სიყვარული აერთიანებს, აქ შენ ხარ ნიღბის გარეშე. არ იფიქრო როგორ გამოიყურები, რა გაცვია, შენ ხარ შიშველი საკუთარი თავის წინაშე. ხელოვნებას შეუძლია ადამიანის მკურნალობა, გადარჩენა, შედეგი ბედნიერებაა. თუმცა არსებობენ ადამიანები ვისაც არ მოსწონთ აქაურობა, მათ სინამდვილეში არ იციან ან ეშინიათ თავისუფლების, ადამიანებს ეშინიათ აჩვენონ ვინ არიან სინამდვილეში, ანდერგრაუნდი საუკეთესო საშუალებაა მიიღო და შეიყვარო როგორც საკუთარი თავი ასევე სამყარო, სხვა შემთხვევაში ადამიანი რობოტია , სისტემის მონა. ცირკუსის პირველი ივენთი ბათუმის ისტორიული ცირკის შენობაში ჩატარდა 2022 წლის 17 ივნისს და მას შემდეგ ბათუმის ახალგაზრდობის ცხოვრება შეიცვალა. გარდა იმისა რომ კლუბის მთავარი მიზანია შექმნას უსაფრთხო სივრცე , მან შეძლო და ბათუმი დააკავშირა მთელს მსოფლიოსთან, თვეში რამოდენიმეჯერ ჩამოგვყავს საერთაშორისო ანდერგრაუნდ არტისტები მსოფლიოს უამრავი კუთხიდან, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ამერიკა, საფრანგეთი... ჩვენ სცენაზე დაუკრავს მრავალ ისეთ არტისტს რომლებიც ბათუმის სრული ისტორიის მანძლზე არ ყოლია და ბევრი საერთაშორისო არტისტის აზრით აღნიშნულ სივრცეს ანალოგი არ ყავს მსოფლიოში და არის საუკეთესო. თუმცა თავისუფლება როგორც ყოველთვის კვდება სიღარიბეში.