ინასარიძე

ინასარიძე

წარმოება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

მომხმარებლის საჭიროებაა შეიძინოს ადგილობრივ ბაზარზე ბუნებრივი თმისგან დამზადებული მაღალი ხარისხის პარიკი, თუმცა ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ბაზაერზე უკვე წარმოდგენილი ნაკეთობები არ შეესაბამება მათ საჭიროებებს. მე და ჩემს დას გვაქვს სილამაზის სალონი რომელსაც დამოუკიდებლად ვხელმძღვანელობთ 4 წელია, იქამდე სანამ საკუთარ სალონს გავხსნიდით ვმუაობდით სხვა სილამაზის სალონში 5 წლის განმავლობაში, სადაც უშუალო შეხება გვქონდა პარიკების დამზადებასთან, დღეს არსებული მოდელები ჩვენი შექმნილი თარგებით არის წარმოდგენილი მათ შოურუმში, ასრებობს ბევრი ხარვეზი რომლის განვითარებაზეც ჩვენს კონკურენ კომპანიაში არავინ ზრუნავს. ჩვენი ძირითადი მოტივაცია სწორედ ხარისხის გაუმჯობესებაა. ვინაიდან პარიკი ბუნებრივი თმის ნაკეთობაა მასაც სჭირდება თვეში 2-3 ჯერ დაბანა, შეღებვა, მოწესრიგება. შესაბამისად ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენს სალონში პარიკის მომხმარებლებს აქტიურად ვემსახურებოდით და ვთავაზობდით სერვისს, ჩვენ ვუსმენთ მათ და ვხედავთ რა პრობლემის წინაშე დგანან, რა აწუხებთ, რა უქმნით დისკომფორტს. სწორედ ეს წინაპირობა ახლავს ჩვენი ბიზნესის განვითარებას. მოტივაცაიას წარმოადგენს ისიც, რომ ბიზნესის გაფართოებით გაიზრდება ჩვენი შემოსავალიც და შევძლებთ დავასაქმოთ ჩვენი სოფლის რამოდენიმე ახალგაზრდა ასევე შშმ პირები, რომლებსაც ექნებათ დასაქმების სურვილი, უსასყიდლოდ ვასწავლით კერვას და ყველა იმ ხელსაქმეს რაც ბიზნესის წარმოებას სჭირდება. ბიზნესის მთავარი იდეაა დამზადდეს თანამედროვე ტექნოლოგიებით ქალისა და მამაკაცის პარიკები და სხვადასხვა ნაკეთობები ბუნებრივი თმისგან, მაგალითად: პარიკი, ნახევრად პარიკი, შინიონები, წინამო და სხვა. პროდუქტის ინოვაციურობა მდგომარეობს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებაში, ტექნიკა რომელიც თქვენი საშუალებით უნდა შევიძინო არ არსებობს საქართველოში. ამ დანადგარების საშუალებით გავაუმჯობესებ პროდუქტის ხარიხს. პროდუქტი იქნება ინდივიდუალურად მორგებული თითოეულ მომხმარებელზე, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი თმისგან დამზადებული და გვექნება მრავალფეროვანი არჩევანი ყველა კატეგორიის ადამიანისთვის. საქართველოს ბაზარზე არ იწარმოება კაცის პარიკი, ამიტომ ხდება დიდი რაოდენობით იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ შეგვიძლია აღნიშნული პარიკები და სხვადასხვა ნაკეთობები დავამზადოთ საქართველოში ქართული თმისგან. მამაკაცის პარიკის დამზადებას ბევრად მეტი დრო და ჩართულობა სჭირდება ვიდრე ქალის, რადგან მათი დამზადება ტექნოლოგიურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მამაკაცის პარიკი მთლიანად ხელით იქსოვება, ხოლო ქალის შესაძლოა დავამზადოთ სწორედ იმ საკერავი მანქანებით, რომელიც უკვე შევიძინე 2 საგრანტო პროექტის დაფინანსების მეშვეობით. მსოფლიოს ბაზარზე ქართული თმა ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს ხარისხისა და სილამაზის თვალსაზრისით. საქართველოში პარიკების წარმოების ბაზარი არაკონკურენტულია, ვინაიდან არსებობს მხოლოდ ერთი საწარმო, რომელიც ვერ აკმაყოფილებს დღეს-დღეობით არსებული მოთხოვნის რაოდენობას. ყველა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვსურს გავხსნათ შედარებით დიდი საწარმო, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და შესაბამისად წარმოების მოცულობა თანდათან გაიზრდება. საშუალო ვადიან პერიოდში ჩვენ შევძლებთ არამხოლოდ ქართული ბაზრის დაკმაყოფილებას, არამედ მოვახდენთ მზა პროდუქციის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყნებში. მომხმარებლის საჭიროებაა შეიძინოს ადგილობრივ ბაზარზე ბუნებრივი თმისგან დამზადებული მაღალი ხარისხის პარიკი, თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი რომ საქართველოს მხოლოდ 1 მწარმოებელი ჰყავს, რაც იწვევს ფასების ზრდასა და პროდუქციის მრავალფეროვნების ნაკლებობას. მომხმარებელი იძულებულია შეიძინოს გაძვირებული ტარიფით არც თუ ისე ხარისხიანი პარიკი ადგილობრივად ან შეიძინოს სხვა ქვეყნიდან მისთვის სასურველი მოდელი. საბოლოოდ მომხმარებელი რჩება უკმაყოფილო რადგან სხვა ქვეყნიდან გამოწერის დროს დიდია ალბათობა რომ შეიძინოს არანატურალური თმა, რომლის გამოყენების ხანგრძლოვობა ბუნებრივი თმის პარიკთან შედარებით საგრძნობლად ნაკლებია. მომხმარებელი ელის, • რომ ადგილობრივ ბაზარზე გაჩნდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტი(პარიკი), • რომ პროდუქტი იყოს მრავალფეროვანი და ჰქონდეთ არჩევანის გაკეთების საშუალება, • 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევით, კიბოს დადასტურებული შემთხვევების რაოდენობება ასეთია: ქალი 5198, კაცი 4504 მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე ხანდაზმულები. • ალოპეცია, სამწუხაროდ მწარე ხვედრია მრავალი მამაკაცისა თუ ქალისათვის და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. სტატისტიკური მონაცემებით, მელოტი მამაკაცები 35%-ით ნაკლებად აღწევენ წარმატებებს სამსახურეობრივ ასპარეზზე, 64%-ით ნაკლებად-პირად ცხოვრებაში. გასათვალისწინებელია ის, რომ მანდილოსანთა 82% ერიდება ურთიერთობას მელოტ მამაკაცებთან. ეს დაავადება აწუხებს საქართველოს მოსახლეობის მამაკცების 65% და ქალების 25%.