PK Berries და Siamo

PK Berries და Siamo

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Rasberry Eco Market ის შექმნისთვის გაერთიანდა ორი ჟოლოს მწარმოებელი კომპანია: PK Berries და Siamo. ჩვენი ჟოლოს ბაღები გაშენებულია 7 ჰექტარზე კახეთსა და იმერეთში. ნაწილი გარე გრუნტზე ნაწილი კი სათბურებში. სულ რაარაც 2-3 თვის წინ შევქმენით ახალი პროდუქტი, დაბალ ტემპერატურაზე, FSSC 22000 სერთიფიცირებულ ქარხანაში დაბალ ტემპერატურაზე გამშრალი ჟოლოს ხემსი, რომელსაც ამ ეტაპზე ვყიდით ევროპროდუქტის სუპერმარკეტების ქსელში. პროდუქტი მზადდება ჩვენივე მაღალ ხარისხიანი, სერთიფიცირებული იტალიური და შვეიცარული ჟოლოს ჯიშებისგან, არ აქვს არანაირი დანამატი და გადის "Healthy Food" -ის კატეგორიაში. შესაბამისად შეიქმნა, ქართული პროდუქტი, რომელიც მოდის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, გადამუშავებაც ხდება საქართველოში, კერძოდ ნატახტარში და მისი საკმაოდ მიმზიდველი და ლამაზი შეფუთვებიც მზადდება საქართველოში. ამ ეტაპზე ერთადერთი კონკურენტი არის კომპანია გემუანი, რომელიცსაც ასევე აქვს არა ანალოგიური, მაგრამ მზგავსი პროდუქტი(სუბლიმირებული ჟოლო), თუმცა რადგან საკუთარი ჟოლო არ აქვთ მათი პროდუქტი გაცილებით ძვირი ღირს. ასევე, როგორც ავღნიშნე გემუანის პროდუქტი სუბლიმირებულია (Freeze-dried) და არა საღად დაბალ ტემპერატურაზე გამშრალი (Fresh- dried, რაც უზრუნველყოფს ჟოლოში არსებული ვიტამინების და მინერალების 90-95% ის შენარჩუნებას). ამასთან გემუანი არ არის კონცენტრირებუკი ჟოლოს ნაწარმზე, ისინი უამრავ სხვა პროდუქტზე, ხილზე თუ ბოსტნეულზე კონცენტრირდებიან. ჩვენ კი მხოლოდ ჟოლოზე და იმ ხილზე ვაპირებთ კონცენტრაციას, რაც ჩვენს ბაღებში გაიზრდება. დაბალ ტემპერატურაზე გამშრალი ჟოლოსგან დაფხვნით ვამზადებთ ჟოლოს ფხვნილს, რომელიც ამ ეტაპზე შეგვაქვს რამოდენიმე კონდიტერულ ობიექტზე. ჟოლოს ფხვნილი ფართოდ მოიხმარება კულინარიაში და ბარებში (კოქტეილებში), განვითარებულ ქვეყნებში და დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ბაზარზეც. ასევე ამავე ფხვნილის და ქართული, გურული ჩაის გადარევით და დაფასოებით ვამზადებთ შავ ჩაის ჟოლოს ფხვნილით, რომელიც საოცრად არომატული და გემრიელია. ამ ეტაპზე შეფუთვის დიზაინი შექმნილია მაგრამ ჯერ ვერ გავუშვით წარმოებაში. აღსაღნიშნავია, რომ ჩვენი ყველა პროდუქტი არის სრულიად ნატურალური და სამომავლო გეგმებშიც მხოლოდ ნატურალური პროდუქციის წარმოებას ვაპირებთ, დანამატების, კონსერვანტების, საღებავების თუ რაიმე სხვა რამის გარეშე. მომავალ ორ წელიწადში გვაქვს გეგმა, რომ აღნიშნული პროდუქტების ცნობადობა მაქსიმალურად გავზარდოთ შიდა ბაზარზე და ავამაღლოთ ადამიანების ცნობიერება თუ როგორ შეიძლება ამ ჯანსაღი, ქართული პროდუქტების გამოყენება. ასევე გეგმაში გვაქვს გავაკეთოთ სხვა და სხვა ტკბილეულები ჟოლოსგან,რომლის პროტოტიპები სულ მალე გვექნება, გეგმაშია ასევე ჟოლოს ალკოჰოლური სასმელების წარმოებაც (რაც ასევე ტესტირების პროცესშია). ყველაფერი დამზადდება ჟოლოსგან, რისი მარაგიც სულ გვექნება, სეზონზე საღად, არასეზონზე გაყინულ მდგომარრობაში, ხოლო დაბალ ტემპერატურაზე გამომშრალი კი ნებისმიერ სეზონზე. ხემსი როგორც ავღნიშნე შესაძლოა გამოიყენოთ: კულინარიაში, კოქტრილებში, სალათებში, ჯანსაღ საუზმეებში(შვრიასთან, გრანოლებთან ა.შ), ჩაიში, ლიმონათებში, სმუზებში და რა თქმა უნდა უბრალოდ წასახემსებლად. ასევ მომავალ 2 წელიწადში ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლასაც, ამისთვის კი გვსურს შიდა ბაზარზე ცნობადი და ხარისხიანი ბრენდის სახელი გვქონდეს. ნელ ნელა გვსურს ჩვენი ჟოლოს ბაღების გაფართოვება სათბურებში და გვირაბებში, რაც განაპირობებს სეზონის უფრო ადრე დაწყებას და გვიან დასრულებას, ასევე უზრუნველყოფს პროდუქტის (საღი ჟოლოს) სტაბილურ, კარგ ხარისხს. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი ინსტაგრამ გვერდი : https://instagram.com/raspberry_eco_market?igshid=OGQ5ZDc2ODk2ZA==