SOS auto

SOS auto

ტრანსპორტი და გადაზიდვები

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

,,SOS auto - სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია“ UBER _ის მოდელით ვთავაზობთ მომხმარებელს, ევაკუატორის გამოძახებას, საბურავების გამოცვლას, აკუმულატორის დატენვას, საწვავის მიწოდებას და მძღოლის მომსახურებას ჩვენ ვაკავშირებთ სერვისის შემსრულებელს და მომხმარებელს ერთმანეთთან, თითოეული ტრანზაქციიდან 15 % საკომისიო. საქართველოში გზაზე ავტოდახმარების გამოსაძახებლად გიწევს : 2 საათიდან 3 საათიანი ლოდინი, მრავალჯერადი ზარები შემსრულებლებთან, თავისუფალი დახმარების მოძებნა გუგლში და სხვადასხვა ჯგუფებში, არასტაბილური ფასები. ხოლო შემსრულებელისთვის არაეფექტური დატვირთვა, დღის განმავლობაში-60 % უქმად დგომა. SOS auto_ს აპლიკაციით უწყვეტ რეჟიმში თვალყურს ადევნებს მომხმარებელი , როგორ უგზავნის აპლიკაცია უახლოეს დახმარებას. აპლიკაცია ერთ წუთამდე დროით აკავშირებს მომხმარებელს ვერიფიცირებულ ევაკუატორის/ავტოასისტანსის სერვისის პროვაიდერებთან. არაფიქსირებული ტარიფით, რაც უფრო ახლოსაა პროვაიდერი მომხმარებელთან ფასიც შესაბამისად დაბალია., მინიმალური ლოდინის დროით და როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშწორებით. შემსრულებლებისთვის 5 ჯერ მეტი შეკვეთები და ბიზნესის სწრაფი განვითარება. კონკურენტული უპირატესობა: • ლოკაციის მიხედვით მომხმარებელთან ყველაზე ახლოს მდებარე დახმარების გაგზავნა • ზუსტი მდებარეობა, თვალყურის დევნება • სერვისების ფართო სპექტრი • გამჭირვალე ფასები • რეალურ დროში განახლებები • რეიტინგები • გადახდის მრავალფეროვნება • ჩვენი აპლიკაციიდან მომსახურების გამოძახების შემთხვევაში უფასო სერვისები • მომხმარებლისთვის და პარტნიორებისთვის კომფორტული და მარტივი აპლიკაცია • 24 საათიანი მხარდაჭერა ეს ყველაფერი კი შევქმენით გუნდმა ვისაც გვაქვს ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტების მართვის და გუგლში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.