პეტიტ ბაზარ Petit Bazar

პეტიტ ბაზარ Petit Bazar

ადგილობრივი საბავშვო პროდუქციის რითეილი, ხელსაქმის წრეები და ნარჩენების შეგროვების პუნქტი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კომპანიის Petit Bazar დევიზია « მეტი ვიდრე მაღაზია » და დაარსების პირველივე დღიდან ვცდილობთ ეს დევიზი ჩვენი საქმიანობის ქვაკუთხედად ვაქციოთ. ვიყოთ მეტი ვიდრე მაღაზია სოციალური განზომილებით, მეტი ვიდრე მაღაზია გარემოს დაცვითი ინიციატივებით, მეტი ვიდრე მაღაზია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობით, ქალთა გაძლიერებით. პეტიტ ბაზარი, რომელიც 2022 წლის 1 ივნისს გაიხსნა, არის ინოვაციური კონცეფციის ადგილი ბავშვებისა და მშობლებისთვის, სადაც გაერთიანებულია საბავშვო მაღაზია და შემოქმედებით-შემეცნებითი სივრცე ეზოთი, მთავარი აქცენტით ადგილობრივ, ეკო-მეგობრულ წარმოებასა და ინკლუზიურ გარემოზე. დღეს მაღაზიაში იყიდება ადგილობრივი მეწარმეების ნარჩევი საბავშვო პროდუქცია ავეჯით, დეკორით და სათამაშოებით დაწყებული, აქსესუარებითა და წიგნებით დამთავრებული. ხოლო ჩვენი შემოქმედებითი და შემეცნებითი წრეები, სადაც გაკვეთლებს იგივე მეწარმეები ატარებენ, ემსახურება ბავშვების თავისუფალი წარმოსახვის უნარის განვითარებას, სხვადასხვა ხელობების სწავლებას, ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართ მგრძობელობის გაზრდას. არსებობიდან მე18 თვეს, პეტიტ ბაზარი აერთიანებს 150ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს, რომელთა 80 პროცენტს ქალები წარმოადგენენ და რომელთათვისაც პეტიტ ბაზარი დამატებით შემოსავალს ქმნის. არასოდეს ყოფილა ადგილობრივი საბავშვო წარმოება ისე წარმოჩენილი და წახალისებული, როგორც ეს პეტიტ ბაზარშია. პეტიტ ბაზარი ასევე ნარჩენების შეგროვების პუნქტია, რომელიც მისი მომხმარებლებისა და აწ უკვე მეზობლებიგან სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს იბარებს პარტნორი ორგანიზაციებისთვის. ჩვენ ვიყავით პირველი მაღაზია საქართველოში, რომელიც ნარჩენების შეგროვების პუნქტად დარეგისტრიდა. უკვე ერთ წელზე მეტია ვთანამშრომლობთ ორ კომპანიასთან, პოლივიმი და ტენე და ვაგროვებთ სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს, მათ შორის ძველ სათამაშოებს.