ქოუჩინგ ლაბი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ქოუჩინგ ლაბი საქართველოში 2017 წლიდან ნერგავს ქოუჩინგის ოქროს სტანდარტს, მხარს უჭერს ორგანიზაციებს ცვლილებების პროცესში, ამკვიდრებს ლიდერობის განვითარების ინოვაციურ მეთოდებს, ადამიანებს სთავაზობს პროფესიული განათლების საერთაშორისო პროგრამებს. 2022 წელს საქართველოში შემოვიტანეთ ბიზნეს ქოუჩინგის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომელიც ICF-ის მიერ არის აკრედიტებული. "ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა" - ასე ჰქვია ჩვენს პროდუქტს და ის, პირველ რიგში, ადამიანების, გუნდების და ლიდერების განვითარებას ემსახურება ბიზნეს/ორგანიზაციულ კონტექსტში. ეს არის პროფესიული სასწავლო პროგრამა საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის, ბიზნესის მფლობელებისთვის და მათთვის, ვისი მიზანია ადამიანების და გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ლიდერობის განვითარების გზაზე ქოუჩინგი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია, რადგან ქოუჩინგის მთავარი ამოცანაა ადამიანში შექმნას აზროვნების ახალი სტრატეგიები; ადამიანებს ახლებურად, განსხვავებული რაკურსით შეახედოს გამოწვევებზე თუ პრობლემებზე; დასვას ის კითხვები, რომელიც აქამდე არ დასმულა და პასუხის ძიების დროს, ადამიანი გავიდეს ფიქრის არსებულ ჩარჩოებს მიღმა, იქ კი განსხვავებული ქცევის მოდელები, განსხვავებული მიდგომები აღმოაჩინოს. ლიდერობის ახალი პარადიგმა თავის თავში გულისხმობს ადამიანზე ორიენტირებულ ორგანიზაციულ კულტურას. ასეთი ორგანიზაციები გამოირჩევიან შემდეგი მახასიათებლებით: გუნდის წევრები ენდობიან ერთმანეთს – ღიაობა და მიმღებლობა არის ნდობის საფუძველი გუნდში; თანამშრომლებს შორის არის ჯანსაღი კომუნიკაცია – დაცულია ადამიანის ემოციური უსაფრთხოება; სახეზეა ინიციატივები და ცვლილებებისადმი ღიაობა – ორგანიზაციაში არის მხარდამჭერი გარემო; წახალისებულია მრავალფეროვნება და ჩართულობა. ჩვენს 6 თვიან სასწავლო კურსზე სწორედ ამას ვაკეთებთ - ვქმნით ღრმად ტრანსფორმაციულ გარემოს მონაწილეების სწავლისა და განვითარებისთვის; იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული ადამიანები გახდნენ ცვლილების აგენტები. ჩვენ გვჯერა, რომ ამით ვაძლიერებთ ადამიანებს ბიზნეს/ორგანიზაციულ გარემოში. ეს ადამიანები კი თავის მხრივ აუმჯობესებენ მათ გარემოს, აძლიერებენ სხვა ადამიანებს, გუნდებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებას. ეს ყველაფერი კი მთლიანობაში ქმნის ადამიანის კეთილდღეობაზე დაფუძნებულ და მაღალ შედეგებზე მიმართულ კულტურას.