Self.HR

Self.HR

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Self.HR არის პირველი ქართული ინოვაციური პლატფორმა, რომელიც ქმნის ციფრულ გადაწყვეტილებებს ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციისთვის. დაფუძნებიდან 2 წლის განმავლობაში შევძელით და გავაციფრულეთ 500-მდე ქართული თუ საერთაშორისო კომპანიის HR ბიზნეს პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად 80 000-ზე მეტი ადამიანის პროფილი იმართება სელფის ვებ და მობაილ აპლიკაციით. Self.HR სისტემა მოიცავს ყველა ძირითად მოდულს HR ბიზნეს პროცესების მართვისთვის: HR ადმინისტრირება და ანალიტიკა ელექტრონული დოკუმენტების მართვა Payroll - ხელფასები და ბენეფიტები თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა და რეპორტინგი Self სერვისი - Self HR მობილური აპლიკაცია, შიდა კომუნიკაციები ჩვენი გუნდი შედგება 25 პროფესიონალისგან. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ სელფში დასაქმებულ თანამშრომელთა 50%-ზე მეტი ქალია. პლატფორმა სრულად მორგებადია როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესის ნებისმიერი სეგმენტის ორგანიზაციებისთვის: რითეილი, ჰოსფითალითი, წარმოება, საბანკო, საფინანსო, სამედიცინო, სამშენებლო, მედია და კომუნიკაციები. სისტემა დაფუძნებულია ე. წ. „Cloud Systems” ტექნოლოგიურ პრინციპზე და არის SaaS ბიზნეს მოდელის - მუშაობს ინტერნეტის მეშვეობით და განთავსებულია დაცულ „დატა ცენტრში“. ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერ კომპანიას მივცეთ საშუალება პირველადი, მსხვილი ინვესტიციის გარეშე გახდეს სისტემის მომხმარებელი, ყოველთვიურად გადაიხადოს მომსახურების მინიმალური გადასახადი და მიიღოს სრულყოფილი პროდუქტი. აღნიშნული პრინციპის მომსახურება, კომპანიას აძლევს შესაძლებლობას, სისტემის ნებისმიერი განახლება მიიღოს ავტომატურად, ზედმეტი დანახარჯების გარეშე. სისტემა სრულად თანხვედრაშია საქართველოს შრომით კანონმდებლობასთან და კანონმდებლობაში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მომხმარებელი ავტომატურად მიიღებს ცვლილებას სისტემაში, დანახარჯების გარეშე. იმისათვის, რომ სრული პროცესი - სისტემის იმპელემენტაციიდან მომხმარებლის კმაყოფილებამდე სრულყოფილი იყოს, ორგანიზაციულ სტრუქტურაში შექმნილი გვაქვს 3 მიმართულება: ბიზნეს ანალიტიკისა და იმპლემენტაციის, მომხმარებელთა მხარდაჭერის და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის. ეს მიმართულებები მოიცავს სრულ ჯაჭვს სისტემის დანერგვის პროცესიდან მომხმარებელთა კმაყოფილებამდე. იმისათვის, რომ კომპანიაში სწრაფად და მარტივად მოხდეს პროცესების გაციფრულება, თითოეულ მათგანს მიმაგრებული ყავს ბიზნეს ანალიტიკისა და იმპლემენტაციის მენეჯერი, ასევე ტექნიკური საფორთი, რომელიც ნებისმიერ დროს ეხმარება პარტნიორ კომპანიებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში. დაფუძნების დღიდან გვჯეროდა, რომ Self-ი წარმატებული იქნებოდა, თუ გავითვალისწინებდით მომხმარებლის ყველა თხოვნას. იმისათვის, რომ მეტად ვუსმინოთ ადამიანებს, რომლებიც Self HR სისტემას იყენებენ და შევქმნათ მათზე ორიენტირებული პროდუქტი, გამოვყავით მომხმარებელთა კმაყოფილების მართვის რგოლი. გუნდი აქტიურად ჩაატარებს კვლევებს, workshop-ებს და დარწმუნდება იმაში, რომ პარტნიორების არც ერთი უკუკავშირი არ დაიკარგება.