HIGHWAY VFX

HIGHWAY VFX

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

კინო, სარეკლამო და კომპიუტერული თამაშების სივრცე - ეს სწორედ ის მიმართულებებია სადაც სტუდია "ჰაივე" მეხუთე წელია პოზიციონირებს, როგორც ინდუსტრიის სტანდარტის ხარისხის მომწოდებელი 3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების წარმოებაში. სტუდია "ჰაივეი" დაარსების დღიდან იყო ორიენტირებული ხარისხზე და ლოკალური თ გლობალური ბაზრის ათვისებაზე. ჩვენ გვჯეროდა, რომ გვქონდა რესურსი და მონდომება მსოფლიოსთვის დაგვენახებინა, რომ საქართველოშიც შეიძლება აწარმოო იგივე დონის/ხარისხის 3D ანიმაცია და ვიზუალური ეფექტები, როგორც ამას ჩვენი ამერიკელი თუ ევროპელი კოლეგებისგან ვართ მიჩვეულები. ძალისხმევა პირველ რიგში ქართულ ბაზარზე მივმართეთ და მივიღეთ მონაწილეობა თითქმის ყველა დიდი და ცნობილი ადგილობრივი ბრენდის პრეოექტებში. შედეგმაც არ დააყოვნა და მალევე სახელი HIGHWAY VFX გახდა ხარისხთან ასოცირებული ! სწორედ რომ ამ მონდომების შედეგი იყო კომპანიის დაარსებიდან პირველივე წლის მიწურულს ისეთი გლობალური ბრენდის პროექტში ჩართვა როგორიცაა NISSAN. თანამშრომლობა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. NISSAN-ს მოყვა SUZUKI, შემდეგ AIRBUS, შემდეგ HONDA, შემდეგ SAMSUNG და 2-3 წლის ინტერვალში, "ჰაივეი" გლობალურმა ბაზარმა გაიცნო. კომპანია მუდმივად ვითარდება და აქტიურად დგავს ნაბიჯებს, რომ მომდგევნო 2 წლის განმავლობაში მოიპოვოს ნდობა და აქტიურად დაიწყოს თანამშრომლობა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა NETFLIX, DISNEY, HBO, UNIVERSAL, SONY და ასე შემდეგ. ეს ერთი-ორად შეცვლის ადგილობრივ თუ რეგიონალურ ლანდშაფტს ამ სფეროში დასაქმების მიმართულებით. საქართველო კი დაფიქსირდება კიდევ უფრო გლობალური 3D ანიმაციის და ვიზუალური ეფექტების რუქაზე. ამით, ჩვენს კომპანიას საშუალება ექნება კარი უფრო მეტ საინტერესო და კრეატიულ ადამიანს გაუღოს !