Sunlight Production

Sunlight Production

კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი

გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შენ, კი კი შენ, როდესაც გეკითხებიან რა არის შენს ბიზნესში უნიკალური და განსხვავებული კონკურენტებისგანო? რას პასუხობ? ალბათ იწყებ იმის მტკიცებას თუ როგორი განსაკუთრებული და განსხვავებული სერვისი გაქვს ყველასგან, როგორი ხარისხიანია, როგორი მისაღები ფასი გაქვს, როგორი ინოვაციურია შენი პროდუქტი ან სერვისი, მაგრამ ისევე როგორც ყველას შენც გავიწყდება რომ შენი ბრენდის უნიკალურობა თავად შენ ხარ… შენი გასხვავება სხვა კონკურენტებისგან სწორედ ისაა რომ შენს ბრენდს შენ ქმნი და სხვა თავისას ქმნის. Თუ ადამიანების ინდივიდუალიზმე საუბარი მოტივაციას მოგცემს გეტყვი, რომ ყველა ადამიანი გასხვავებული და უნიკალურია. შესაბამისად შენი ბიზნესიც რომელსაც ქმნი უნიკალურია,რადგან მას შენ ქმნი. და აი დადგა ჩვენი ბრწყინვალების დროც და გეტყვი რომ ჩვენი სერვისი შენთვის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია. Და რას ვაკეთებთ იცი? Და რატო ვართ ესეთი ამბიციურები ჩვენს განაცხადში? Რადგან ჩვენ ვართ Sunlight Production ფოტო-ვიდეო წარმოების კომპანია,რომელიც გეხმარება შენ რომ შენი იდეა ან იდეა რომელსაც ჩვენვე შემოგთავაზებთ შენი ბიზნესისთვის ვიზუალურად აღქმადი გახდეს. საუბარი იმაზე რომ შენი ბრენდის მშენებლობისთვის მომხმარებელთან ვიზუალური კომუნიკაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჩვენს სიტყვას თუ არ ენდობი გეტყვით რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით 83% მომხმარებლის მიერ პროდუქტის ან სერვისის ყიდვის გადაწყვეტილება, სწორედ ეფექტური ვიდეოს ნახვის შემდეგ მიიღება. Აბა გაიხსენე რამდენჯერ გიყიდია რამე, უბრალოდ იმიტომ რომ ამ პროდუქტის ან სერვისის თვალისმომჭრელი ფოტოები ან ვიდეო გინახავს…კი ჩვენც მაგას ვამბობთ ზუსტად. ასე რომ იმისთვის რომ შენი ან ჩვენს მიერ შემოთავაზებული იდეები თვალშესახები გახდეს ჩვენ ფოტო-ვიდეო პროდაქშენის რამდენიმე მიმართულებას გთავაზობთ და შეძლებ შენი სურვილების მიხედვით თავად გადაწყვიტო რომელია შენთვის ყველაზე მისაღები…ან ჩვენ გვენდო… იმედია ნდობა უკვე მოვიპოვეთ… ეხლა ჩვენი მხრიდან ამ ნდობის გამართლების დროა. და ისმის კითხვა როგორ გავამართლებთ შენს იმედებს? კარგი მაშინ გეტყვი რომ ჩვენ გთავაზობთ უტყუარ გარანტიას იმისა რომ შენთვის სანდოები ვართ. და ეს გარანტია შემდეგში მდგომარეობს: იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ მოცემული პირობა დავარღვიეთ პროექტის ჩაბარების ვადებთან დაკავშირებით, 50 %-ს უკან გიბრუნებთ, რაც ნიშნავს რომ ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და გარანტიას ვიხდით დარღვევის შემთხვევაში და თუ შედეგით საერთოდ უკმაყოფილო დარჩები და გამოსწორებას აღარ დაექვემდებარება, გიბრუნებთ თანხას უკან, რათქმაუნდა ამ შემთხვევაში საავტორო უფლებას ვიდეოზე ან ფოტოზე ვიტოვებთ ჩვენ და შენ აღარ გექნება ვიდეოს ან ფოტოს გამოყენების უფლება… ჩვენი სერვისით და კომუნიკაციით ყოველთვის ვაჭარბებთ მოლოდინს… ამიტომ(ყოველი პროექტის შემდეგ საჩუქრის სახით დამატებით გთავაზობთ რაღაცას, რაც წინასწარ არ გეცოდინება,მაგრამ გეტყვით რომ სასიამოვნოდ გაოცებულს დაგტოვებთ ხოლმე,მოულოდნელი საჩუქრის მიზანიც ხომ ეგაა)იმდენად გაოცებულს, რომ თიბისის ბიზნეს დაჯილდოების კონკურსი რომ იყოს გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების შექმნისთვის ხმას სწორედ ჩვენ მოგვცემდი.