ტენე

ტენე

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

1) კომპანია ტენემ უარი თქვა პირველადი პლასტამასის მასიურ გამოყენებაზე, და მის ნაცვლად წარმოების პროცესში დანერგა მეორადი ბოთლის თავსახურების გამოყენბა. 2) მოსახლეობაში ნარჩენების შეგროვება-დანაწევრების კულტურის გასავითარებლად წამოიწყო აქციები, რომლის ფარგლებშიც ყველა ვინც 50 ბოთლის თავსახურს შეაგროვებდა, სანაცვლოდ მიიღებდა 1 იუ ეს ბი სადენს. ეს მარტივად შესასრულებელი მიზანი შეგნებულად ავრაჩიეთ, რადგანც გვსურდა მაქსიმალურად მეტი ადამიანი ჩართულიყო გარემოსდაცვით აქციებში, რაც მერე მათ ქცევაში გადაიზრდებოდა. 3) ელექტრონული ნარჩენის მზარდი პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად და მის შესამცირებლად შემოვიღეთ, მეორე ტიპის აქციაც, რომლის ფარგლებშიც ადამიანი გვაბარებს დაზიანებულ იუ ეს ბი სადენს და სანაცვლოდ იღებს ახალს. დაზიანებულს კი ვჩუქნით მეორე სიცოცხლეს ანუ ვუკეთებთ აღდგენას - და ვაბრუნებთ მიმოქცევაში, როგორც მეორადი მოხმარებისას. 4) გარემოში სასათბურე აირების გამოფრქვევის შესამცირებლად წარმოება გადავიყვანეთ სრულად განახლებად ენერგიაზე - მზის პანაელებზე. ამასთან მზის პანელები განვათავსეთ უფრო მეტი სიმძლავრის ვიდრე ჩვენს წარმოებას ესაჭირობა და მეტობით გამომუშავებულ ელ ენერგიას ვაწვდით სახელმწიფოს. 5) წარმოება გადეავიტანეთ წეროვნის დევნილთა დასახლებაში სადაც სამუშაო ადგილებს ვქნით პირველ რიგში 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 6) პლასტმასით დაბინძრების შესამცირებალად ბოთლის თავსახურებთან ერთად დავიწყეთ ბოთლის ტარის ჩაბარებაც, რომელსაც რეალურად წარმოებაში ვერ ვიყენებთ და გადავცემთ სხვა გადამამუშავებელ კომპანიებს, ასევე ბოთლების ჩაბარების გასამარტივებლად შევქმენით ბოთლიყლაპია აპარატი და მისი აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ქართული ვარიანტი, რაც გვჯერა, რომ სახელმწიფოს გაუადვილებს დეპოზიტური სისტემის კანონის დანერგვას. 8) ხმარებიდან ამოვიღეთ ჩვენი კაბელის ლამინირებული შეფუთვა, რისი გადამუშავებაც შეუძლებელია საქართველოში და მის ნაცვლად შემოვიღეთ მეორადი მუყაოსგან დამზადებული კრაფტ შეფუთვები. 9) სოციალურ ს���წარმოზე და ეკო წარმოების კონცეფციაზე გამოცდილეგის გაზიარების მიზნით სკოლებისთვის საწარმოში ვატარებთ ვორქშოფებს და სევე სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გამოსვლებს.