chessgagunashvili

chessgagunashvili

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი პროდუქტი გულისხმობს ჭადრაკის სწავლებას ონლაინ რეჟიმში. ჭადრაკი საგანმანათლებლო პროცესის მნიშვნელოვან ნ���წილად ჩამოყალიბდა საქართველოში და მთელს მსოფლიოში. მისი პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა ბოლო წლებში, პანდემიის პერიოდში. ჭადრაკის სწავლება დიდ როლს თამაშობს ბავშვების განვითარებაში. დადასტურებულია, რომ ჭადრაკი ხელს უწყობს ბავშვებში არაერთი მნიშვნელოვანი უნარის და თვისების განვითარებას, რომელიც დაეხმარებათ მათ ცხოვრებაში წარმატების მიღწევაში, იმის მიუხედავად რა პროფესიას აირჩევენ. შესაბამისად, ჭადრაკის სწავლება ძალიან ღირებულ ცოდნას და უნარებს გადასცემს განსაკუთრებით ბავშვებს. ჩვენი საჭადრაკო აკადემიის მთავარი სამიზნე ჯგუფიც სწორედ ბაშვები არიან. ჭადრაკის სწავლების დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებელს. შესაბამისად, ჩვენი მოდელი გულისხმობს, რომ შევკრიბოთ მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული მოჭადრაკეები, რომლებიც ამავდროულად კარგი მასწავლებლები არიან. ჩვენი აკადემიის ხელმძღვანელია მერაბ გაგუნაშვილი, საერთაშორისო დიდოსტატი, რომელიც საჭადრაკო სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მას აქვს უმაღლესი საჭადრაკო ტიტული - დიდოსტატი და ამავდროულად არის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი. მას აქვს ჭადრაკის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. შესაბამისად, მისი პერსონალური ავტორიტეტის გამოყენება მნიშვნელოვანი წინაპირობაა აკადემიის წარმატების მისაღწევად. მისი ტიტულები ხაზს უსვამს კომპანიის სწავლების ხარისხს და ზრდის კომპანიის სანდოობას.