მართა ბებოს დამბალხაჭო
წარმოება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
ჩვენი კომპანია ეხმაურება რა მსოფლიოში დამკვიდრებულ ნატურალური პროდუქტისა და ჯანსაღი კვების ტენდეციას, მომხმარებლებს სთავაზობს ნატურალური რძის პროდუქტებს: დამბალხაჭო, სოფლის კარაქი და ერბო. ჩვენი პროდუქტები არ შეიცავს კონსერვანტებსა და დანამატებს. მართა ბებოს დამბალხაჭოს დამსახურებით არა მარტო გადარჩა და გაცოცხლდა მივიწყების პირას მყოფი ტექნოლოგოა, არამედ ზოგადად დამბალხაჭოს პოპულარულიზაციასა და ცნობადობის გაზრდაში დაეხმარა. ჩვენ დავიწყეთ როგორც საოჯახო საწარმომ, დღესდღეობით კი გვაქვს HACCP სტანდარტებზე მორგებული 140 კვ.მ საწარმო საკუთარი სოლარ მიკროსიმძლავრის სადგურით(10კვტ) და ბიოკანალიზაციის სისტემით, რომელიც 2022 წელს ავაშენეთ დაბა თიანეთში მდებარე ჩვენ 800კვ.მ ნაკვეთზე. (ჯამური ინვესტიცია 146000 ლ (81000ლ შეღავათიანი აგროკრედიტით თანამონაწილეობა, 65000 ლ გრანტი) ორი წლის წინ წარმოებას დავაშენეთ აგრო და გასტრო ტურისტული სერვისები, რაშიც ბიოოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანა დაგვეხმარა. ამ მიმართულებით დღესაც ვფართოვდებით და გვევმავთ კიდევ უფრო განვითარებას, რადგან აგროტურიზმი წამალივით სჭირდება დაცლილ და გაღარიბებულ ქართულ სოფელს, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში, როგორც შესაძლებლობა სოფლის გაძლიერების, ახალგაზრდების ადგილზე მიმაგრების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის. ამასთან, აგროტურიზმი არის საუკეთესო გზა ქვეყნის კულტურის, ტრადიციების, ადათ-წესების, ფოლკლორის პოპულარიზაციისა და შენარჩუნებისთვის. ფშავისთის და თიანეთისთვის ასეთი გამორჩეული ტრადიცია და მისი იდენტობის ნაწილია დამბალხაჭოს დამზადების ტენოლოგია, რომელიც 2 საუკუნეზე მეტს ითვლის და არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული კულტურის სამინისტროს მიერ. ამავდროულად იგი ერთ-ერთია საქპატენტში რეგისტრირებული 64 გეოგრაფიული აღნიშვნიდან როცა ვაცოცოხლებდით მივიწყებული ტრადიციული ყველის-დამბალხაჭოს წარმოებას, ბაზრისთვის ეს სეგმენტი იყო აუთვისებელი ნიშა. ანალოგიურად, აგრო-გასტრო ტურიზმიც, რომელიც ერის იდენტობის, ეთნოკულტურის და წეს-ჩვეულებების შეცნობის საშუალებას იძლევა, ნიშური სექტორია თიანეთში და მისი ათვისებით შევძლებთ ბევრი ტურისტის მოზიდვას, რეგიონის პოპულარიზაციის და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას. ყველის გზის მარშრუტში საწარმოს გუგლის რუკაზე მონიშვნა, თბილისთან ახლო მდებარეობა (1სთ), კახეთი-სტეფანწმინდის ტრანზიტული გზა, ისტორიული ძეგლები, ლამაზი ბუნება დაგვეხმარება ამ მიმართულებით განვითარებაში.